ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ბარსა” კმაყოფილია საწყისი მატჩით”

გვარდიოლა: “ბარსა” კმაყოფილია საწყისი მატჩით”

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში ადგილობრივ “ჰაიდუკთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელსაც 100 წლის იუბილე სწორედ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან შერკინებით აღნიშნეს და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ხორვატებს 100 წლის იუბილეც მიულოცა.

 

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა “ჰაიდუკის” ეს გადაწყვეტილება, რომ მათ თავიანთი კლუბის 100 წლის იუბილეზე მიგვიწვიეს. მე ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვიყავი. რაც შეეხება შეხვედრას, საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ორივე გუნდს ვულოცავ. “ბარსა” ამ შეხვედრით კმაყოფილია და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა სპლიტში კარგი დრო გაატარა.”-გადმოგვცემს პეპ გვარდიოლას სიტყვებს “Croatiansoccerreport”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში