workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იუსუფ დემირი პედრის გზაზე

იუსუფ დემირი პედრის გზაზე

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” მწვრთნელი, რონალდ კუმანი იუსუფ დემირის მიერ პრესეზონზე ნაჩვენები პერფორმანსით აღფრთოვანებულია – მან ხელმძღვანელობას ასეთი ტალანტის აღმოჩენა მიულოცა.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ავსტრიელი ფეხბურთელი, შესაძლოა, პედრის გზას დაადგეს – გონსალესიც “ბარსა ბ-სთვის” შეიძინეს, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტი მისი თამაშით მალევე მოიხიბლა და ამ დონეზე ჩატარებულ სადებიუტო სეზონშივე, პირველი გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრად აქცია.

როგორც ვარაუდობენ, დემირს, რომელიც “ბარსამ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ვენის “რაპიდიდან” იჯარით აიყვანა, “რეალ სოსიედადთან” ლა ლიგის პირველ ტურში გასამართი შეხვედრისთვის კუმანი შანსს მისცემს.

18 წლის შემტევმა წინასასეზონო მომზადებისას თავი “შტუტგარტთან” 3-0 მოგებულ დაპირისპირებაში გამოიჩინა – ამ მატჩში გერმანელთა კარი მემფის დეპაიმ, იუსუფ დემირმა და რიკი პუჩმა აიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • azulgerana
    schedule 13 აგვ 2021, 17:03

    რა გოლი ეგ იყო ბურთი მოხვდა და შევარდა ცარიელ კარში

  • Bakero
    schedule 13 აგვ 2021, 16:50

    მწვრთნელში არ გაუმართლა ოღონდ ! მაგარი მწვრთნელის ხელში შანსი აქვს ძალიან დიდი ფეხბურთი ითამაშოს ყველა მონაცემი აქვს მაგისთვის ! იღბალი იღბალი ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში smile

  • nika 54
    schedule 13 აგვ 2021, 16:13

    რას იზავ, ვინც დაგვრჩა იმათ მაინც მივხედოთ და მე მგონი ისეთ მიქარვას აღარ იზავენ ხელფასები რო შემოსავლის 100% გახადა ბართუშამ.

  • RiquiPuig
    schedule 13 აგვ 2021, 15:51

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ვერ ვამუღამებ ამ ფეხბურთელის განსაკუთრებულ ნიჭს. იმედია ვცდები. მე პირადად კვარაცხელია მირჩევნია განა იმიტომ რომ ქართველია, არა უბრალოდ უფრო კარგი შემქმნელი მგონია კვარაცხელია ვიდრე ეს , რავიცი იმედია ვცდები დემინის ტალანტში და მართლა ფატისავით ძაან კარგია


    კვარაცხელია ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ ქართველებს გვჩვევია ჩვენიანების გაღმერთება,რეალურად არაა ჯერჯერობით ისეთი როგორადაც წარმოაჩენენ.უფრო მეტად ხაზზე მოთამაშე ფეხბურთელია და მნიშვნელოვან მატჩებში რასაც ვუყურე,ჭკვიანი მწვრთნელი მარტივად ამოკეტავს.უნდა იშრომოს და ნიჭი გამოიყენოს,სხვა უფრო მნიშვნელოვანი თვისებები აქვს დასახვეწი,ამ დონით ევროპაში ძაან გაუჭირდება,რუსეთის პრემიერ ლიგის საზომად გამოყენება იდიოტობაა

  • Zura Gviniashvili
    schedule 13 აგვ 2021, 15:00

    ვერ ვამუღამებ ამ ფეხბურთელის განსაკუთრებულ ნიჭს. იმედია ვცდები. მე პირადად კვარაცხელია მირჩევნია განა იმიტომ რომ ქართველია, არა უბრალოდ უფრო კარგი შემქმნელი მგონია კვარაცხელია ვიდრე ეს , რავიცი იმედია ვცდები დემინის ტალანტში და მართლა ფატისავით ძაან კარგია

  • ozbeta
    schedule 13 აგვ 2021, 13:44

    ნამდვილად ნიჭიერია და ძალიან სასარგებლო. ეს კიდე დაიხვეწება. მთავარია გამოვისყიდოთ და იჯარა იჯარად არ დარჩეს. ესეც არ გამიკვირდება ლაპორტასგან უკვე. ტიპმა არჩევნების კამპანია მესის დარჩენაზე ააგო და რანაირად გაუშვეს.