workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Cat Radio | კლუბი დეპაის მხოლოდ სასწაულის შემთხვევაში დაირეგისტრირებს

Cat Radio | კლუბი დეპაის მხოლოდ სასწაულის შემთხვევაში დაირეგისტრირებს

Cat Radio-ს ცნობით, “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

კატალონიელებმა ფინანსური კრიზისის გამო ლიონელ მესი დაკარგეს, მაგრამ მესისთან ახალი კონტრაქტის ვერგაფორმების გარდა “ბარსას” ზაფხულში შეძენილი ახალწვეულების დარეგისტრირების პრობლემაც აქვს.

კლუბმა მხოლოდ ემერსონის სრულად დარეგისტრირება შეძლო და ისიც იმიტომ, რომ ბრაზილიელი ისედაც “ბარსელონას” საკუთრებას წარმოადგენდა, უბრალოდ მასზე საზიარო უფლებები “ბეტისსაც” ჰქონდა, 9 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ კი ის სრულად “ბლაუგრანელი” გახდა.

კატალონიური გამოცემა იუწყება, რომ ყველაზე რთული მემფის დეპაის დარეგისტრირება იქნება და ამისათვის სასწაული უნდა მოხდეს.

რამდენად შეძლებს “ბარსა” მემფისის ლა ლიგისთვის დარეგისტრირებას ამას აგვისტოს განმავლობაში გავიგებთ, პირველი ტურის შეხვედრა კი “ბარსას” უკვე კვირას, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ უწევს. აღნიშნულ შეხვედრამდე მისი დარეგისტრირების შანსი კი მხოლოდ 5% არის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 13 აგვ 2021, 16:45

    კაროჩე რა, აბა ვინ უნდა გაიტანოს გოლები. დემბელემ?