
რეალის” მცველმა რაულ ალბიოლმა კომენტარი გააკეთა დევიდ ვილიას “ბარსაში” ტრანსფერთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ის შოკში ჩავარდა, როდესაც ვილიას “ბარსელონაში” გადასვლის ამბავი შეიტყო.
“ბარსელონა” უფრო გაძლიერდება ვილიას გადასვლის შემდეგ. მის შიშნარევ გაოცებას აღწერს ესპანელი ჟურნალისტი.
ალბიოლის თქმით დევიდ ვილია ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია ლა ლიგაში და ესპანეთის ნაკრებში.
“პატიოსნად ვიტყვი, დევიდ ვილიას “ბარსელონას” გერბთან დანახვა ჩემთვის დიდი შოკი იყო” განუცხადა AS-ის ჟურნალისტს მადრიდის “რეალის” მცველმა. “ორჯერ შევხედე რადგან თვალებს არ ვუჯერებდი და დავრწმუნებულიყავი, რომ ის ნამდვილად დავიდი იყო და არა მისი დუბლიორი.”
“ის დიდებული შენაძენია, ვილიამ ეს “ვალენსიაში” და ესპანეთის ნაკრებში თამაშით დაამტკიცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის დიდებულ გუნდში განაგრძობს კარიერას.”
soccerway.com