ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალმა” ფასი დააკლო !

“არსენალმა” ფასი დააკლო !

 

“Sport.es” –ის ცნობით, “არსენალის” ხელმძღვანელობა მზად არის მათ მიერ მოთხოვნილი თანხა სესკ ფაბრეგასში შეამცირონ. ლონდონური კლუბი მზად არის კაპიტანს 38 მილიონ ევროდ დაშორდეს. 


მოგეხსენებათ, რომ ამჟამად “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტი, ხოსე ბართომეუ მოლაპარაკებებს აწარმოებს ლონდონურ კლუბთან. ბოლო ცნობების  მიხედვით კატალონიური გრანდი მზად არის ესპანელ ნახევარმცველში 36–37 მილიონი ევრო გადაიხადონ.

რამდენიმე დღის წინ კი  გავრცელდა ინფორმაცია, რის თანახმადაც  ინგლისელებმა კატალონიელებს 10 დღეს მისცეს მოსაფიქრებლად და გადასაწყვეტად  იყიდიან თუ არა სესკს. ამის  შემდეგ “დრიმ თიმის” ხელმძღვანელები 40 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ, მაგრამ ალბათ საბოლოოდ ეს ჭორი აღმოჩნდა, რადგან ჯერ კიდევ  ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

გასულ სეზონში ლონდონელთა კაპიტანმა 28 მატჩი ჩაატარა, სადაც  გულშემატკივრებს 5 გატანილი გოლით დაამახსოვრა თავი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში