workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესის პრესკონფერენცია

ლიონელ მესის პრესკონფერენცია

“ბარსელონას” უკვე ყოფილმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, კატალონიურ გრანდთან გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა. 

არც კი ვიცი რა თქვა. ბოლო დღეებში ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მეთქვა, მაგრამ არაფრის თქმა არ შემიძლია. აქ გატარებული ამდენი წლის შემდეგ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთულია. ამისთვის მზად არ ვარ. 
შარშან, ბიუროფაქსის უაზრო ამბების დროს, ვიცოდი, რა იყო ჩემი სათქმელი, მაგრამ ახლა იგივე სიტუაცია არაა. მე და ჩემი ოჯახი ვფიქრობდით, რომ წელს აქ ვიქნებოდით, სახლში. ყველაფერზე მეტად ეს გვინდოდა, დღეს კი დამშვიდობება მიწევს. 21 წლის შემდეგ აქაურობას ჩემს ცოლთან და სამ შვილთან ერთად ვტოვებ, რომლებიც არგენტინელებთან ერთად კატალონიელებიც არიან. 

ბარსელონა ჩემი სახლია და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები. 
გამიმართლა, რომ აქ, ამ კლუბთან ერთად ამდენი რამე გამოვცადე. ბევრ კარგ რამესთან ერთად ცუდიც მოხდა, მაგრამ ყველაფერი ერთად დამეხმარა იმაში, რომ გავზრდილიყავი და გავმხდარიყავი ადამიანი, რომელიც დღეს ვარ. 
ამ კლუბისთვის და მაისურისთვის ყველაფერი გავაკეთე – პირველი დღიდან ბოლომდე. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემზე ამ დროის განმავლობაში ზრუნავდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დამშვიდობება ასეთი ფორმით მომიწევდა. მეგონა, ეს მინდორზე მოხდებოდა. 
კლუბს ისე ვტოვებ, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია “კამპ ნოუზე” გულშემატკივრები არ მინახავს. მათი გამხნევება და ყვირილი ძალიან მაკლია. მინდოდა, დამშვიდობების ცერემონია გადავსებულ სტადიონზე ყოფილიყო. სამწუხაროდ ასე არ იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას იმ სიყვარულისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ჩემს მიმართ ავლენდნენ. 
მინდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გზით “ბარსელონაში” დავბრუნდე და კლუბს დავეხმარო, მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. 
ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ყველაფერი მავიწყდება. წინასწარ ბევრი ვიფიქრე, მაგრამ სიტყვები აღარ მყოფნის. ვფიქრობ, აჯობებს, ახლა შეკითხვებს ვუპასუხო. 
საუკეთესო მომენტი? ამის არჩევა რთულია. აქ ბევრი რამე განვიცადე, მაგრამ საუკეთესო ალბათ ისაა, როცა ჩემი დებიუტი შედგა. ეს ყოველთვის მემახსოვრება. ამ მომენტში ჩემი ოცნება ახდა. 
რა მოხდა ამ დღეებში? როგორც ლაპორტამ თქვა, ლიგის პრობლემის გამო კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ ხერხდება. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ყველაფერი გავაკეთე, რომ დავრჩენილიყავი. გასულ წელს ასე არ იყო და ეს ვთქვი კიდეც, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. დარჩენა მინდოდა. არ ველოდი, რომ წასვლა ახლა მომიწევდა. 
ძნელია იმის გაცნობიერება, რომ “ბარსელონას” ვტოვებ და ჩემი ცხოვრება მთლიანად უნდა შევცვალო. ცვლილება რთული იქნება, განსაკუთრებით ჩემი ოჯახისთვის, რადგან მათ აქედან წასვლაზე არ უფიქრიათ. ეს რთული იქნება, მაგრამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და წინ წავიდეთ. 
სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? ამ დროისთვის დადასტურებული არაფერი არაა. როცა ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა, ბევრი ზარი მივიღე, ბევრი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. საუბრები მიმდინარეობს. 
არის თუ არა ეს ყველაზე რთული მომენტი ჩემს სპორტულ კარიერაში? დიახ, დიახ, ეს ეჭვგარეშეა. ბევრი რთული მომენტი მქონია, ბევრი დამარცხება, მაგრამ ის, რომ კლუბთან ყველაფერი დასრულდა და აღარ ვივარჯიშებ, ყველაზე რთულია. 
ბართომეუზე ისევ იგივე აზრის ვარ. მე ყოველთვის ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შარშან “ბარსელონადან” წასვლა მინდოდა, ახლა კი – არა. 
როგორი იქნება “ბარსელონა” მესის გარეშე? “ბარსას” შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მომავალში კიდევ ბევრი მოთამაშე მოვა. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან. როგორც ლაპორტამ თქვა, კლუბი ერთ ადამიანზე მაღლა დგას. თავიდან ეს უცნაური იქნება, მაგრამ ხალხი ამას აუცილებლად შეეჩვევა. 
ლაპორტასთან ერთად ვისადილე. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა არ შეიქმნებოდა და კონტრაქტს გავახანგრძლივებდით, მაგრამ მოხდა ის, რაც ვნახეთ. უკეთესი იქნება, თუ ამაზე მეტს აღარ ვიფიქრებ. 
მინდა თუ არა “კამპ ნოუზე” გამომშვიდობებისთვის მოგვიანებით დავბრუნდე? კი, მაგრამ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც ახლა იქნებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, კი, ფანების გვერდით ყოველთვის ვიქნები, როცა მათ დავჭირდები. 
რას ვეტყოდი ხავიერ ტებასს? არ ვიცი. ამ სიტუაციას კარგად ნამდვილად არ ვიცნობ, კლუბს არ უნდოდა, ლიგის შეთავაზებას დათანხმებოდა. მას მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვედრივარ და ცოტა გვისაუბრია. ტებასს არაფერს არ ვეტყოდი, მასთან პრობლემა არ მაქვს. 
რა ვიგრძენი, როცა სიახლე გავიგე? სისხლი გამეყინა, ეს რთული იყო, ჯერ კიდევ ვცდილობ, ყველაფერი გავაცნობიერო. ალბათ, როცა სახლში დავბრუნდები, თავს კიდევ უფრო ცუდად ვიგრძნობ. 
ეს რთული იქნება, მაგრამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი ოჯახი კარგადაა, ფეხბურთს ისევ ვითამაშებ, ეს კი ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. 
როგორ ვიგრძნობ თავს, თუ მომავალში “ბარსელონასთან” დაპირისპირება მომიწევს? გულშემატკივრები კარგად მიცნობენ. თუ ეს მოხდება, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ, როგორც ყოველთვის ხდებოდა.
ფოტო პსჟ-ის ფეხბურთელებთან? ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. უბრალოდ ერთი ღამით შევიკრიბეთ, ჩვენ მეგობრები ვართ. დამირეკეს და მითხრეს, შევხვედროდით, უბრალოდ გავერთეთ. მაშინ ყველა ამბობდა, რომ პარიზში უნდა გადავსულიყავი და ფოტო ხუმრობით გამოვაქვეყნეთ. 
მინდა, დანი ალვესს ოლიმპიური ოქროს მოგება მივულოცო. მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. 
რამდენ ხანს შემიძლია, კარიერა გავაგრძელო? არ ვიცი, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიგრძნობ თავს ყოველი სეზონის შემდეგ და როგორი იქნება ჩემი ფიზიკური ფორმა. 
შეგვეძლო, სულ მცირე, კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო. ეს ჩემი მიზანია და ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. მოგების შანსი ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ახლა ამის გამო არ ვწუხვარ. ყოველთვის კარგია, როცა ერთით მეტი ტიტულით მეტს იგებ, მაგრამ საკმარისი მაქვს. ვეცდები, ტიტულების რაოდენობით დანი ალვესს მივუახლოვდე. 
ჩემს დასარჩენად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეიძლებოდა. ხელფასის 50%-ით შემცირებაზე თანახმა ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამაზე მეტს ვერაფერს მოვახერხებდი. როგორც ვთქვი, ყველაფერი გავაკეთე. 
ვგრძნობ თუ არა თავს მოტყუებულად? არა, ნამდვილად არა. ყველას უნდოდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ არ გამოვიდა. სულ ვცდილობ, ვილაპარაკო, სიმართლე ვთქვა და ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. როცა არ ვლაპარაკობ, ყველა იმას ამბობს, რაც თავად უნდა. 
ჩემთვის მთავარი ყოველთვის სიმართლის თქმა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ამდენი მომცეს. ჩვენ ერთად გავძლიერდით, გავიზარდეთ და აქ გატარებული წლებით სიამოვნება მივიღეთ. 

სიახლეები პრესკონფერენციამდე:

14:00 – ლიონელ მესი “კამპ ნოუზე” მივიდა.

13:55 – გუნდის უდიდესი ნაწილი უკვე ადგილზეა.

13:40 – “კამპ ნოუზე” მივიდნენ კარლეს პუიოლი, რონალდ კუმანი, ანსუ ფატი და სერხიო ბუსკეტსი. როგორც მოსალოდნელია, პრესკონფერენციას გუნდის ყველა მოთამაშე დაესწრება. 

13:35 – ადგილზე, სადაც პრესკონფერენცია გაიმართება, ლეო მესის მიერ “ბარსელონასთან” ერთად მოპოვებული ტიტულები განთავსდა. 

13:30 – ჩავი ერნანდესი “კამპ ნოუზეა” [La Sexta]

“ბარსელონას” პირდაპირი ეთერი:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (61)

  • me da barca
    schedule 08 აგვ 2021, 19:37

    ციტატა: Clever liar
    ჯერ თავო და თავო, მერე სხვაო. ქართული ანდაზაა, არავინ არასდროს აყენებს სხვის სიყვარულსა და ღირსებას საკუთარ თავზე მაღლა. ესე მოვიდა ოცნება, 0 პროცენტიანი კრედიტები, უფასო კომუნალურები, ბენზინი 20 თეთრიო და ზუსტად იქ ჩააჯვეს პირველი რაც ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესე მოვიდა ლაპორტა,ბარსელონა მესის გარეშე წარმოუდგენელია რადგან მესი თვით ბარსელონააო და ზუსტად იქ ჩააჯვა რაც ბარსელონასთვის საარსებოდ მნიშნელოვანია :)) თუმცა პირველმა აღიარა მაინც რო ის დაპირება გამოუცდელობის და არაპროფრაიონალიზმის ხარჯზე მოუვიდა, ლაპორტამ კი აღიარა რო ზირზე კიდია ხალხის ინტერესიც, კლუბის ღირსება თავის ლეგენდებიანად და ტრადიციებიც. მისთვის პრიორიტეტი მხოლოდ სუპერლიგის არსებობა და მათი სპონსორების უფლებებია და აღარ უნდა ამას არანაირი ბლაბლაბლა.. რომ წასულიყო საქმე გუნდის გადახალისების გზით, ახალი პროექტის შენებით და ა.შ მესის წასვლას ხელის აწევით შევხვდებოდი, მაგრამ გადავხედე ბარსელონას შემადგენლობას იუვენტუსთან და გუნდის 80% აპარიშ შესეული გახრწნილი გვამების სასაფლაოა და არაფერი მომავალი უჩანს ამ კლუბს გარდა სუპერ ლიგაზე თამაშისა… იმედია ვცდები და სეზონი მთლიანად ახალგაზრდების განვითარებას დაეთმობა..


    სამწუხაროდ არ ცდები.