workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგუეროს ბარსელონას დატოვება არ სურს | Sport

აგუეროს ბარსელონას დატოვება არ სურს | Sport

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სერხიო აგუერო ლიონელ მესის გაშვების გამო “ბარსელონაზე” გაბრაზებულია და კლუბის დატოვება სურს, თუმცა აღნიშნული ცნობა Sport-მა უარყო.

კატალონიური გამოცემის მიხედვით, არგენტინელი “ბლაუგრანაში” თავს კარგად გრძნობს. მისი აქ ყოფნით კუნის ოჯახიც ბედნიერია. ამიტომ, უახლოესი მეგობრის გუნდიდან წასვლის მიუხედავად, აგუერო “ბარსადან” აბარგებაზე არ ფიქრობს.

33 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში წარმატების მიღწევა სურს. მისი მიზანი გამპერის თასზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის ჩატარებაა. 

აგუერო “ბარსას” მიმდინარე ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • El pistolero 9
    schedule 07 აგვ 2021, 18:55

    არ გამიკვირდება ლეოს 10იანით ეს რო გამოგვეცხადოს

  • hazehaze420
    schedule 07 აგვ 2021, 14:40

    :DDDD

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2021, 12:02

    ამას რას ვერჩით, მაგრამ მაინც ცუდი აურა დგას. ძალიან მეეჭვება ბარსამ უცებ გვაჩვენოს ერთიანობის და ერთგულების მაგალითები მოედანზე. ბუსკეტსი გავაგდოთ ვეღარ თამაშობსო და კაპიტნად დავნიშნეთ, ეს აგუერო სიტის ბარდაჩოკში რო ედო ლეოს უნდაო და მოვიყვანეთ, დეპაი კუმანს უნდაო და ეგეც მოვიყვანეთ. ვნახოთ აი მორიბაც თუ დატოვეს და ხელფასიც თუ გაუსამმაგეს მერე დავიჯერებ რო ბარსაში ახალი ეპოქა დაიწყო.

  • jo va ni
    schedule 07 აგვ 2021, 10:55

    ალექსანდრე გეგეჭკორი,
    Martini dautmobs 9 nomers, tviton 10 aigebs 😁😁😁

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2021, 10:01

    კიდე კაი რაღაც პოზიტივი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 აგვ 2021, 09:43

    ჯიგარია კუნი,Მიეცით 9 ნომერი,♥️