“ბარსელონას” ბრაზილიელ მეკარეს, ნეტუ მურარას მორიგი მსურველი გამოუჩნდა.
Superdeporte-ს ინფორმაციით, 32 წლის კარის დარაჯით “ვილიარეალი” დაინტერესდა. სერხიო ასენხო ვალენსიურ კლუბთან კონტრაქტს, სავარაუდოდ, არ გაახანგრძლივებს “ყვითელი წყალქვეშა ნავი” კი მის შემცვლელად ნეტუს შეძენის ვარიანტს განიხილავს.
წყარო დასძენს, რომ ამჟამად “ვილიარეალის” პრიორიტეტი მარცხენა გარემარბის დამატებაა.
ნეტუს “ბარსელონადან” წასვლა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია. კატალონიურ გრანდს ბრაზილიელის გაშვება მისი მაღალი ანაზღაურების გამო სურს, თავად ფეხბურთელს კი მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, რისი საშუალებაც “ბარსაში” არ მიეცემა.




ნეტა რატომ ინტერესდება?
"ნეტუ მურარას მორიგი მსურველი გამოუჩნდა".
მორიგი? ვის უნდოდა და არ გაატანეს?
მემგონი ყველა გუნდზე დაიწერა უკვე რომ ნეტოთი ინტერესდება
ფანჯრის დახურვამდე მაინც დარჩეს, ღირს პენიას იმედზე ყოფნა შტეგენის არ ყოფნისას სეზონის სტარტში?