დღეს “ბარსელონამ” კლუბის ახალწვეული, ემერსონ როიალი ოფიციალურად წარადგინა.
ახლა კი, სტატისტიკის მწარმოებელი პლატფორმა, OptaJose იტყობინება, რომ ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონიდან მოყოლებული, ესპანეთის ჩემპიონატში, მცველებს შორის, ბრაზილიელ ფეხბურთელზე მეტ გოლში მონაწილეობა მხოლოდ ჟორდი ალბამ მიიღო – ამ უკანასკნელის ანგარიშზე 15 შექმნილი გოლია (5 გოლი, 10 ასისტი), როიალი კი თავის გუნდს 14-ჯერ დაეხმარა (4 გოლი, 10 ასისტი).
ემერსონმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. კლუბმა იგი “ბეტისიდან”, 9 მილიონ ევროდ გამოისყიდა.




კაი სტატისტიკა არის
თუ ამან ბეტისში თითქმის იმდენივე გოლი შექმნა რაც ალბამ ბარსაში(მესის გვერდით) მაშინ ბარსაში ვაბშე დაანგრევს ყველაფერს ეს ახალგაზრდა. ნეტა არ ვცდებოდე და გაამართლოს რა.
დაცვაში თუ კარგად დადგება სულ ნუ წავა შეტევაში
დაცვაში ალვეში და კარლოსიც კი არ იყვნენ კორიფეები მაგრამ დაცვის ცენტრი უვარგოდათ
ისე ალვეშზე სულ ეგ თემაა დაცვაში არ ვარგოდაო, არადა როცა საჭირო იყო მაგარი იყო მაგაშიც. თან დაცვის ცენტრი კი არა ნახევარდაცვის ცენტრი ვარგოდა და ბურთს აქრობდა თორე პიკე პუის კიდე არაუშავდა და პიკე მასკერანო ვერ იყო დიდი ვერაფერი ცენტრი
ემერსონი დაცვაში დესტზე უკეთესია მარა ნაკლებად სწრაფი და ტექნიკურია, ფიზიკურადაა უფრო ძლიერი. ბოლო წელი ცუდი ქონდა, წინა მაგარი, 3 გოლი 5 ასისტი. წელს ბევრჯერ აიჭრა, ეგ ახასიათებს, 1 შეცდომა და ჯობს გაიყვანო ისე იჭრება. რეალთან მოგებული იგრა ძალით წააგო მარტომ თან, ჯერ გოლზე ეს შეცდა, მერე ბეტისმა დაატრიალა 2-1 მიყავდა და ავტოგოლი გაიჩალიჩა, მერე წითელი მიიღო და რავი კიდე. მსაჯიც შუაზე გასკდა მარა არც ამან დააკლო
დაცვაში თუ კარგად დადგება სულ ნუ წავა შეტევაში
დაცვაში ალვეში და კარლოსიც კი არ იყვნენ კორიფეები მაგრამ დაცვის ცენტრი უვარგოდათ
ბეტისᲨი ფირპოც კარგი იყო მᲗავარია აქ რას იზამს
აი ორივემ რომ ისე ჩაატარონ ეს სეზონი როგორც წინა ჩაატარეს მართლა ავშენდებით🤣❤️ ორივე ფლანგიდან აქტიურობა პლიუს ამას წინ დეპაი ეყოლება ალბას და უფრო უნდა შეუწყოს ამ ფაქტმა ხელი საჯარიმოში თავისუფლად სამოქმედოდ, ემერსონს აქედან მესი წაეხმარება ხოლმე. ოღონდ მთავარია გაამართლოს ცალკე ემერსონმა და ცალკე დეპაიმ🙏🙏🙏