იტალიური გუნდის, “რომას” ოფიციალურად უკვე ახალმა ესპანელმა თავდამსხმელმა , ბოიან კრკიჩ პერესმა აგვიხსნა იმის მიზეზი, თუ რატომ დატოვა ესპანური “ბარსელონა”. ესპანელი თავდამსხმელი ამის მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ გუნდში მას საკმარისად არ ენდობოდნენ. მოგახსენებთ, რომ გლადიატორებმა კრკიჩის ტრანსფერის განსახორციელებლად გადაიხადეს 12 მილიონი ევრო.
ბოიან კრკიჩმა განაცხადა : ” როგორც თქვენ იცით, ბოლო წლებში მე საკმარისად არ მენდობოდნენ, არ მეძლეოდა შანსები იმისა, რომ გულშემატკივრებისთვის მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ იყო “ბარსელონას” ნაწილი იმ დროს, როდესაც იგი ჩემპიონი ხდება. მე საჭირო და პოზიტიური მიზეზების გამო წავედი გუნდიდან.
უბრალოდ მინდა, რომ სიამოვნება მივიღო ფეხბურთისაგან. მე 20 წლის ვარ და მინდა დავამტკიცო ის, რისი დამტკიცება ვერ მოვახერხე “ბარსელონაში”. არ ვიცი დავბრუნდები თუ არა კატალონიურ გუნდში იმიტომ, რომ იმ დროისათვის ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ იქნება”.
მე ყოველთვის უნდა შევგუებულიყავი უსამართლობას და თითქმის ყოველთვის უსამართლოდ მექცეოდნენ. სწორედ ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც გუნდი დავტოვე. ჩემთვის ძალიან მტკინმეულია ის, რომ შრომა წყალში ჩამეყარა და ფინალში თამაშის გარეშე დავრჩი ” – ციტირებს ბოიანს AS.
