“რასინგის” კანტერის ერთ–ერთი კარგად აღზრდილი ფეხბურთელი ტოვებს მშობლიურ კლუბს, რათა შეუერთდეს “ბარსას” სტრუქტურას. ის მხოლოდ 18 წლისაა. მიუხედავად მისიმცირე ასაკისა, მან მოასწრო ნიჭიერ ნახევარმცველად წარმოეჩინა თავი. “ბარსასთან” ერთად მისთვის ბრძოლობდნენ “ინტერი” და “მანჩესტერ სიტი”.
“რასინგის” ხელმძღვანელობა გარანტიას ვერ აძლვდა ფეხბურთელს, რომ ის ითამაშებდა ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ მათ დაკარგეს კიდევ ეთ მარგალიტი. ადრე 6 მილიონ ევროდ სეერხიო კანალესი იყიდა “რეალმა”. მანამდე “ბარსელონაში” გადავიდა 14 წლის ივან დე ლა პენია.
მოედანზე მიგელმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ნახევარმცველის პოზიციაზე. მას კარგად აქვს განვითარებული ინდივიდუალური ტექნიკა. ასევე ის შესანიშნავად ფლობს ორივე ფეხს. ტექნიკურმა დაფიზიკურმა მონაცემებმა არამარტო “რასინგის” კანტერაში მისცეს დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები, არამედ კანტაბრიისკის ნაკრებში. თავიდან ის გამოდიოდა სუბ–12, სუბ–14, და სუბ–16 ნაკრებში და ახლა ის თამაშობს ესპანეთის 17 წლამდე ნაკრებში. სკაუტებმა მასზე ყურადღება გაამახვილეს ჩემპიონთა თასის გათამაშების შემდეგ, სადაც მისმა “რასინგმა” შეძლო ნახევარფინალში დაემარცხებინა “ბარსელონას” ხუვენილ ა. სკაუტების ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ ხუვენილ ა–მ მიიღო მიგელ ანხელი. ასევე ის პერიოდულად ითამაშებს “ბარსა ბ”–ში.
თავის საიტზე მიგელ ანხელმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რათა ხალხმა უკეთ გაიცნოს ის.
– რომელია შენი საყვარელი ციფრი?
– N 7.
– საყვარელი ფერი?
– ყვითელი.
– საყვარელი კერძი და დესერტი?
– მაკარონი და შოკოლადის ნაყინი.
– თუ ფეხბურთელი ვერ გახდებოდი, რა პროფესიას აირჩევდი?
– ამაზე ჯერ არ მიფიქრია.
– რითი გიზიდავს ფეხბურთი?
– ის მე ყველაფრით მომწონს.
– მოედანი, რომლის დანახვაზეც სუნთქვა გეკვრება.
– “კამპ ნოუ”, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბოლომდე სავსეა.
– ალბათ შენ გაქვს რაიმე ჩვევა მოედანზე გასვლამდე?
– თმების დასველება.
– შენი, როგორც ფეხბურთელის, ბავშვობის საუკეთესო მომენტი.
– ბევრი საუკეთესო მომენტი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა Torneo de Brunete.
– და მიმდინარე ცხოვრებიდან?
– რა თქმა უნდა ის, რომ ესპანეთის ნაკრებში გამომიძახეს.
– რა იყო ყველაზე მძიმე შენთვის?
– კოჭის ტრავმა 200910 წლის სეზონში.
– რომელია შენი საყვარელი სიმღერა?
– La mano de Dios “El Potro Rodrigo”– ს შესრულებით.
– რისი კეთება გიყვარს, როდესაც სახლში ბრუნდები?
– მიყვარს კომპიუტერთან ჯდომა.
– შენი საყვარელი წიგნი, სერიალი და ფილმი?
– “ჰარი პოტერი”, “ფიზიკა ან ქიმია”, “ტორენტე, კანონის სულელი ხელი”.
– საყვარელი ცხოველი?
– ძაღლი.
– წელიწადის რომელი დრო გიყვარს?
– ზაფხული.
– ვის წაიყვანდი უკაცრიელ კუნძულზე?
– ოო, მაშინ ეს უნდა იყოს ძალიან დიდი კუნძული იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი მყავს. თითოეულ მათგანს რაღაც განსაკუთრებული აქვს.
– დასასრულს დაგისვამთ ორ შეკითხვას: შენი საყვარელი ფეხბურთელი და რომელ ტურნირში გსურს გამარჯვება?
– მე მომწონს ლეო მესი… მე მინდა გავიმარჯვო ყველა ტურნირში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებით.
ფეხბურთელის ანკეტა
სრული სახელი: მიგელ ანხელ საინს–მასა ლოპესი
დაბადების თარიღი: 06.01.1993.
სიმაღლე და წონა: 183 სმ. და 75 კგ.
დაბადების ადგილი: სანტონია, კანტაბრია, ესპანეთი.
მოქალაქობა: ესპანელი.
პოზიცია: ნახევარმცველი.
საკლუბო კარიერა: “რასინგი” (2006–2011), “ბარსელონა” (2011–…)
ნაკრები: ითამაშა სუბ–12, სუბ–14, სუბ–16 ნაკრებში. ამჟამად თამაშობს ესპანეთის 17 წლამდე ნაკრებში.
ვიდეო მიგელ ანხელზე