კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ “ბარსელონამ” და იტალიურმა “რომამ” შეთანხმებას ბოიან კრკიჩის თაობაზე უკვე მიაღწიეს…
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოიანის სანაცვლოდ რომაელებმა 12 მილიონი ევრო გადაიხადეს. 2012/13 წლების სეზონის ბოლოს კი კატალონიურ მხარეს მისი გამოსყიდვა 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. დღეს, ადგილობრივი დროით 13 საათსა და 30 წუთზე “ნოუ კამპის” პრეს–ოთახში ახალგაზრდა ფეხბურთელი პრეს–კონფერენციას გამართავს.
