სერჟინიო დესტი: მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო

სერჟინიო დესტი: მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო

“შტუტგარტთან” მოახლოებული თამაშისა და ახალი სეზონის წინ სერჟინიო დესტმა Barca TV-სთან მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც საკუთარ და კლუბის მიზნებზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, მას დიდი სათამაშო დრო და “ბარსელონასთან” ერთად ტიტულების მოგება სურს.

“პრესეზონი კარგად მიმდინარეობს. ეს ეტაპი ყოველთვის რთულია, რადგან ახალი სეზონისთვის უნდა მოემზადო, მაგრამ გუნდი ერთობლივად შრომობს, ბევრს დავრბივართ. ეს ფორმაში ყოფნისათვის მნიშვნელოვანია.”

“ჩვენთვის სათამაშო პრაქტიკაც აუცილებელია და სეზონის დაწყებამდე რამდენიმე შეხვედრა ისევ წინ გვაქვს. “შტუტგარტი” კარგი მეტოქეა. ახალი სეზონისათვის მოსამზადებლად წინ უფრო ძლიერ გუნდებთან მატჩები დაგვრჩა.”

“პირადად მე მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და რასაკვირველია, კლუბთან ერთად ტიტულები მოვიპოვო. ისეთი ტიტულები როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. ასევე მსურს, რომ უკეთესი გავხდე. ჩემთვის, როგორც მოთამაშისათვის, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.”

სერჟინიო დესტმა სადებიუტო სეზონში “ბარსას” მაისურით 44 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. წინასწარი მოლოდინით, ახალ სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ის ნომერ პირველ არჩევნად ითვლება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • azulgerana
    03 აგვ 2021, 20:41

    უნდა შველა რაც შეიძლება მეტი

  • nika 54
    31 ივლ 2021, 10:58

    ისე რას ერჩი, 44 თამაშში 3 გოლი და საგოლე, ბოლო ბოლო მცველია ხომ. პიანიჩმა 30 თამაში ჩაატარა და ერთი ბურთი ვერ გაიტანა, საგოლეებზე ხო ლაპარაკიც აღარ ღირს და ამ დროს ეს მაგის პირდაპირი მოვალეობაა

  • M10 S9 D11
    31 ივლ 2021, 01:27

    სერიოზული კონკურენტი მოგიყვანეს ტემპი არ უნდა დააგდო და ითამაშებს მეყს

  • El pistolero 9
    31 ივლ 2021, 00:13

    ეს იქეთ იყოს და დე ლა ფუენტემ უკვე შეაგდო მარსელში, ამხანაგურ მატჩში

  • La Pulga10
    30 ივლ 2021, 22:43

    მონდომება აქვს და წინა მატჩებშიც ეტყობოდა,რომ ცდილობს მოუმატოს.დაცვაშია სუსტი,ისე შეტევაში კარგად ერთვება,პოტენციალს ამაში უფრო ვხედავ,ვიდრე ემერსონში.