“ბარსელონას” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კლუბთან ხელფასის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად მზადაა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსა” აპირებს, გრიზმანს ანაზღაურების დაკლება სთხოვოს, რათა კატალონიელებმა მისი შენარჩუნება შეძლონ.
Sport-ის ცნობით, ფრანგი შემტევი “ბლაუგრანასთან” ხელფასის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას დასთანხმდება, თუ იგი ამ გზით კლუბში დარჩება.
გავრცელებლი ცნობებით, თუ 30 წლის ფეხბურთელს “ბარსელონას” დატოვება მოუწევს, ის მხოლოდ მადრიდის “ატლეტიკოში” გადაბარგდება, სადაც კატალონიურ გუნდში გადმოსვლამდე 5 წელი იმყოფებოდა.



გაინახევროს არ მოკვდება შიმშილით, სამაგიეროდ ბარსაში ითამაშებს. და შვილიშვილებს მოუყვება როგორ ასწავლა ლეომ გოლების გატანა.
გრიზი დათანხმდება, მარა უნდა 100-იანი შეინარჩუნონ რაა…
ნუ პიანიჩი მიდის, მარა ბრაითა, ლენგლე, უნტიტი და დემბო, გაუშვიიიიიიიით
კიბატონო,კარგად ათამაშებდნენ ბურთს
სწორი გადაწყვეტილებაა ჯობია დატოვონ და ხელფასი დაუკლონ ვიდრე ატლეტიკო გააძლიერონ
კოუტინიო რომანიოლის ბარტერი თუ გაიჩარხა მაგარი იქნება
დაიკლებს კაცო.ეს და დეპაი მგონი ერთად შეეწყობიან ერთმანეთს,წინა თამაშზრ არაუშავდათ,ვნახოთ.შეტევა კაი გვყავს,ნახევრდაცვაც ნორნალური,აი დაცვის ცენტრში არაუხოს მეწყვილეა საშოვნელი.
აქამდე იწერებოდა დაკლებაზე უარს აცხადებდაო,დაიკლებს იმედია