workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გრიზმანს ხელფასს შეუმცირებს

ბარსელონა გრიზმანს ხელფასს შეუმცირებს

“ბარსელონა” გუნდის ფრანგი შემტევისთვის, ანტუან გრიზმანისთვის ხელფასის შემცირებას აპირებს.

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ლა ლიგამ “ბარსას” სახელფასო ფონდის მნიშვნელოვნად შემცირება მოსთხოვა. გარდა ამისა, კლუბს ხელფასების დაკლება ლიონელ მესის ახალი კონტრაქტისა და ახალწვეულების დასარეგისტრირებლად სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერჯერობით “ბარსელონას” საკუთრებაში აღარაა, ამ დროისთვის “ბლაუგრანას” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე სწორედ გრიზმანია, შესაბამისად, ანტუანის გაშვების ალბათობა არსებობს. ერთ-ერთი გამოსავალი იმისათვის, რომ კატალონიელებმა 30 წლის შემტევის შეინარჩუნონ, მისთვის ანაზღაურების შემცირებაა.

El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ხოსე ალვარესის ინფორმაციით, “ბარსელონა” აპირებს, გრიზმანს ხელფასის შემცირება სთხოვოს, რათა ფრანგმა “ბლაუგრანაში” დარჩენა შეძლოს.

გრიზმანი “ბარსას” 2019 წლის ზაფხულში “ატლეტიკოდან” 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მისი მონაგარი კატალონიურ გუნდში 99 მატჩს, 35 გოლსა და 17 ასისტს მოიცავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 27 ივლ 2021, 11:46

    სხვა გზა მართლაც არ ჩანს.

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივლ 2021, 20:26

    დარწმუნებული ვარ რო დათანხმდება ხელფასის შემცირებას

  • El pistolero 9
    schedule 26 ივლ 2021, 18:35

    ციტატა: riva
    ძალიან მძიმე სიტუაციაშია კლუბი. ეს ასტრონომიული ხელფასები კორონას გარეშეც დაგვარტყავდა ადრე თუ გვიან. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ იგივე ბაიერნი ჩვენზე გაცილებით რაციონალურია და ფაქტია შედეგებიც აქვს. რამხელა ფული დავხარჯეთ ცალკე ტრანსფერებში და ცალკე ხელფასებში და რა მივიღეთ?


    ბაიერნში პრინციპები და კლუბის ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და მაგითაა ეგ კლუბი ყველაზე წინ

  • riva
    schedule 26 ივლ 2021, 17:45

    ძალიან მძიმე სიტუაციაშია კლუბი. ეს ასტრონომიული ხელფასები კორონას გარეშეც დაგვარტყავდა ადრე თუ გვიან. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ იგივე ბაიერნი ჩვენზე გაცილებით რაციონალურია და ფაქტია შედეგებიც აქვს. რამხელა ფული დავხარჯეთ ცალკე ტრანსფერებში და ცალკე ხელფასებში და რა მივიღეთ?