workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა პოზიციაზე ითამაშებს მემფისი ბარსელონაში

რა პოზიციაზე ითამაშებს მემფისი ბარსელონაში

“ბარსელონას” ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ  “ჟირონას” წინააღმდეგ “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა.

ნიდერლანდელი კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოგვევლინა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში სწორედ ამ პოზიციაზე იასპარეზებს. რონალდ კუმანი მემფისს ეროვნულ ნაკრებში სწორედ აქ ათამაშებდა. 

დეპაი მოძრავი ცხრა ნომერი იქნება, რომელსაც მარცხენა ფლანგზე თამაში და უკან დახევაც შეეძლება. კუმანს შეტევაში, მემფისთან ერთად, ლეო მესის და, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ანსუ ფატის დაყენება სურს. თუმცა, თუ ანტუან გრიზმანი გუნდში დარჩა, სასტარტო თერთმეტეულში სწორედ ის მოგვევლინება.

MD-ს ცნობით, როდესაც ძირითად შემადგენლობაში სერხიო აგუერო მოხვდება, დეპაი მარცხენა ფლანგს დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსას” შემტევი ტრიო სწორედ დეპაი-აგუერო-მესი უნდა ყოფილიყო. 

მემფის დეპაის პრეზენტაცია “ბარსელონაში” რამდენიმე დღის წინ შედგა. მან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • azulgerana
    schedule 01 აგვ 2021, 22:48

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: El pistolero 9
    რავიცი რასაც ვუყურე გრიზმანი იდგა ცენტრში და დეპაი მარცხნივ. ამიტო ალბათ უფრო მესი გრიზმანი დეპაი იქნება ძირითადის ტრიო


    მთავარია 3-5-2 არ შემოთხაროს კუმანმა და მარტო დეპაი მესის დუეეტს არ ვუყუროთ. ფატი დემბელე შემოდგომის ბოლომდე ვერ დაგვეხმარებიან, გრიზი თუ დარჩა მერე მოჟნა 3 შემტევით თამაში


    Are you serious about this Chase

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 26 ივლ 2021, 16:14

    გრიზმანი – მესი, დეპაი.

  • Don_Andresito
    schedule 26 ივლ 2021, 15:48

    ციტატა: El pistolero 9
    რავიცი რასაც ვუყურე გრიზმანი იდგა ცენტრში და დეპაი მარცხნივ. ამიტო ალბათ უფრო მესი გრიზმანი დეპაი იქნება ძირითადის ტრიო


    მთავარია 3-5-2 არ შემოთხაროს კუმანმა და მარტო დეპაი მესის დუეეტს არ ვუყუროთ. ფატი დემბელე შემოდგომის ბოლომდე ვერ დაგვეხმარებიან, გრიზი თუ დარჩა მერე მოჟნა 3 შემტევით თამაში

  • El pistolero 9
    schedule 26 ივლ 2021, 13:52

    რავიცი რასაც ვუყურე გრიზმანი იდგა ცენტრში და დეპაი მარცხნივ. ამიტო ალბათ უფრო მესი გრიზმანი დეპაი იქნება ძირითადის ტრიო

  • torniket
    schedule 26 ივლ 2021, 12:22

    ძირითადის თუ იქნება
    ფატი-მემფისი-მესი
    ზამენა
    დემბელე-აგუერო-გრიზმანი
    სახელფასო ჭერი რომ არ იყოს იდეალურია ასეთი შემადგენლობა რო გეყოლება მაგრამ… პლიუს ბრაითვაითი და კოლიადო,
    ჩემი აზრით მაინც გრძელი სკამია დღესდღეობით ტიტულების მომტანი

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივლ 2021, 11:39

    ფატი გააჩია როგორ ფორმაში დაბრუნდება ისე მესი დეპაი გრიზმანის ტრიო ძაან მოძრავი იქნება ხშირი გაცვლა იქნება ადგილების და მეტოქე დაიბნევა

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2021, 10:54

    აღდგომა და ხვალეო. ამდენი გვითმენია ორ-სამ კვირასაც როგორმე მოვითმენთ.