workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი ინიაკი პენიას ენდობა

კუმანი ინიაკი პენიას ენდობა

რონალდ კუმანი ინიაკი პენიას ენდობა – Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა მეკარე ნიდერლანდელი მწვრთნელის იმედებს ამართლებს. 

პრესეზონის ამხანაგურ მატჩებში პენია “ბარსელონას” ძირითადი მეკარეა. მან “ჟირონასთან” შეხვედრა სრულად ჩაატარა, კუმანს კი 90 წუთი სხვა არცერთი ფეხბურთელისთვის არ მიუცია, ისევე როგორც “ჟიმნასტიკთან” მატჩში. “ნასტიკთან” პენია მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გავიდა. 

კლუბის მეორე მეკარე, ნეტუ, “ბარსას” იმ მოთამაშეთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც კლუბს სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში დატოვებენ. თუ ბრაზილიელი ამ ზაფხულშივე წავა, მის ადგილს სწორედ 22 წლის პენია დაიკავებს. 

არის შანსი, ინიაკის პირველ გუნდში თამაშის საშუალება მალე ოფიციალურ მატჩებშიც მიეცეს. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტრავმის გამო სეზონის სტარტს გამოტოვებს, ნეტუს არყოფნაში კი მეკარის პოზიციაზე სწორედ პენია ითამაშებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2021, 10:17

    როგორც მახსოვს, ნეტუს დიკომფორტი ქონია და როგორ ითამაშებდა?

  • Nikabedinadze
    schedule 25 ივლ 2021, 14:47

    იმედია გაყიდიან ნეტუს