workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის

ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, ლიონელ მესიმ, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნონა გაფრინდაშვილს თავისი მაისური გამოუგზავნა.

ახლა კი, “პირველი არხის” ინფორმაციით, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე არგენტინელ ვარსკვლავს საპასუხო საჩუქარს გაუგზავნის, რაშიც მას კომპანია “ზარაფხანა” დაეხმარა.

როგორც ზემოაღნიშნული წყარო იტყობინება, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც ლეოსთვის დამზადებული საჩუქარი – მოოქროვილი ფიგურებისგან შემდგარი სამეფო ჭადრაკი – წარადგინეს.

“პირველი არხის” ცნობით, ეს საჩუქარი სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რითაც ქალბატონი ნონა “ლა პულგას” კოპა ამერიკის მოგებას მიულოცავს.

ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავად საუბრობს:

მესის მაისურის მიღებისთანავე ვფიქრობდი, თუ საპასუხოდ რა მეჩუქებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კოპა ამერიკის მოგებას შეძლებდა და ამის განსაკუთრებულად მილოცვა მსურდა. სწორედ ამ დროს, “ზარაფხანა” დამიკავშირდა და მაუწყა, რომ მოოქროვილი ჭადრაკის დამზადებას აპირებდა, რაც ჩემთვის სიურპირიზი აღმოჩნდა
ეს იქნება არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი საქართველოს საჩუქარი – ქვეყნის, სადაც 2015 წელს სუპერ თასზე ითამაშა და სადაც ქომაგების სკანდირებდნენ: “მესი! “ბარსა”! ვფიქრობ, ეს საჩუქარი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • სპარტაკი
    schedule 21 ივლ 2021, 18:52
    #11

    უძახე ეხლა ზარაფხანა..

  • nika 54
    schedule 21 ივლ 2021, 17:00
    #10

    და მეფე დედოფალს ბრილიანტები არა აქვთ გვირგვინებში.

  • M10 S9 D11
    schedule 21 ივლ 2021, 01:37
    #9

    აუ რა მაგარი ჭადრაკია ოქროსი ნუ იქნება მასეთი დიზაინის მაჩუქეთ მეც 😂

  • C.PC5
    schedule 21 ივლ 2021, 00:10
    #8

    კაცმა ერთი მაისური აიღო და მარკერით ხელი მოაწერა, ესენი კიდე საპასუხოდ მოოქროვებულ ჭადრაკის დაფას უგზავნიან😃 კი მესმის ლეოზე დიდი სპორტსმენი არ არსებობს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გაიგიჟო თავი და ოქროები გაუგზავნო, სხვანაირადაც შეიძლებოდა სამადლობელი საჩუქრის მოფიქრება, რომელიც უფრო მეტად სიმბოლური იქნებოდა ვიდრე ძვირადღირებული. ბოლოს, ვის აკვირვებთ ოქროთი კაცი ოქროს ბურთებს ოქროს ბუცებით ხეთქავს🤣🤣🤣🤣

  • Alien messi
    schedule 20 ივლ 2021, 22:58
    #7

    ციტატა: La Pulga10
    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს


    საღოლ ძმაოო🤣🤣🤣🤣🤣

  • Joakim Brodén
    schedule 20 ივლ 2021, 22:46
    #6

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: Joakim Brodén
    მაინც ვერ გავიგე ეგ როგორაა


    ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა, კომუნიკაციის პრობლემა, შეზღუდული ინტერესები და ა.შ. ეს ძაან ზოგადად თორემ აუტიზმს ძალიან დიდი სპექტრი აქვს. და ბევრი გენიოსიც ყოფილა აუტისტი და გონებრივ შესაძლებლობებში არავის არ ჩამოუვარდებოდნენ, თუ არ აღემატებოდნენ კიდეც.


    მადლობა

  • ♠️Spooky♠️
    schedule 20 ივლ 2021, 22:42
    #5

    ციტატა: La Pulga10
    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს


    Cvetshi sagol
    😅😈❤️

  • Joakim Brodén
    schedule 20 ივლ 2021, 22:37
    #4

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: Joakim Brodén
    თამაში არ ეცოდინება, ციციმ აუტისტიაო, მაგრამ არაუშავს, სტენკაზე გამოდებს


    აუტისტი არ ნიშნავს, რომ გონებრივად ჩამორჩენილია ადამიანი.


    მაინც ვერ გავიგე ეგ როგორაა

  • El pistolero 9
    schedule 20 ივლ 2021, 22:11
    #3

    ციტატა: La Pulga10
    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს


    😂😂😂

  • La Pulga10
    schedule 20 ივლ 2021, 22:06
    #2

    განდილა მატეომ არ დაალომბარდოს

  • Joakim Brodén
    schedule 20 ივლ 2021, 21:58
    #1

    თამაში არ ეცოდინება, ციციმ აუტისტიაო, მაგრამ არაუშავს, სტენკაზე გამოდებს