ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ჩვენ არ ვაპირებთ ადვილად დანებებას”

ჩავი: “ჩვენ არ ვაპირებთ ადვილად დანებებას”

ჩავი დარწმუნებულია, რომ “ბარსას” მოტივაცია არ აქვს დაკარგული. შემდეგი სეზონში “ბარსას” ბრძოლა გაუჭირდება. ჩავი არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩაატარა ოფიციალური პრეს–კონფერენცია ამ სეზონში. მან განაცხადა, რომ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ რაღაც პრობლემები უშლის ხელს: “მე ცოტაოდენ დისკომფორტს ვგრძნობ ქუსლის ქვეშ. იმის გათვალისწინებით, რომ შარშან აქილევსზე მქონდა რაღაც პრობლემები, გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნება თუ გუნდისგან განცალკევებით ვივარჯიშებ. ვიმედოვნებ მალე შევუერთდები პარტნიორებს”.

 

ტიტულების მაქსიმალური რაოდენობა

 

როდესაც ლაპარაკი ჩამოვარდა “ბარსას” ამბიციებზე შემდეგი სეზონისთვის, ჩავიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი როგორც ყოველთვის იბრძოლებს ყველა ტიტულისთვის და შეეცდება მოიგოს ყველა ტურნირი რაზეც გამოდის. პირველი რიგში დგას სუპერთასი.

 

დანაშაულის გარეშე

 

კითხვაზე, სესკის ტრანსფერთან დაკავშირებულ განცხადებაზე, ჩავიმ მოკლედ უპასუხა: “მე არ მიფიქრია შეურაცხყოფა მიმეყენებინა “არსენალისთვის”, განსაკუთრებით ვენგერისთვის. მე უბრალოდ საკუთარი აზრი გამოვხატე”.

 

უკეთესი

 

ჩავი კმაყოფილია იმითი, რომ პირველ გუნდს შეუერთდნენ ტიაგო და ფონტასი, რომლებიც მისი აზრით მზად არიან მაღალ დონეზე სათამაშოდ: “რაც უფრო მეტია ფეხბურთელი, მით უკეთესია. ჩვენ არ გვექნება არანაირი პრობლემა ახალგაზრდების მოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია გუნდური მუშაობა”.


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში