ესპანური გუნდის კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარდ პიკე ბერნაბეუმ განაცხადა, რომ მას და მის გუნდს არ დაუკარგავს მოტივაცია შემდეგი სეზონისათვის . იტყობინება მადრიდული ცნობილი და გავლენიანი გამოცემა Marca. ხერარდ პიკეს სურს რომ მის გუნდთან ერთად ბევრ რამეს მიაღწიოს .
მომავალი სეზონის დასაწყისში , ხერარდ პიკე ბერნაბეუ , კატალონიის “ბარსელონას ” მაისურით ეცდება რომ ბევრ წარმატებას მიაღწიოს და გაიმეოროს ის დიდი წარმატება რომელსაც გუნდმა აწ უკვე მყოფილ სეზონზე მიაღწია. “ბარსელონას” ორი სუპერთასი დარჩა ჩასატარებელი. ესენია : ესპანეთის სუპერთასი სამეფო კლუბ მადრიდის “რეალთან” და ევროპის სუპერთასი პორტუგალიურ “პორტოსთან”.
ესპანეთის ნაკრების (ფურია როხას) და ბლაუგრანას მცველმა ხერარდ პიკე ბერნაბეუმ განაცხადა : “ჩვენ ვეცდებით რომ ძალიან ბევრ მატჩში გავიმარჯვოთ და ბევრ წარმატებას მივაღწიოთ. უნდა გადავდგათ ბევრი წარმატებული ნაბიჯი და კულეებს უდიდესი სიხარული უნდა მოვუტანოთ. მიუხედავად ამისა მე ისიც ვიცი რომ მომავალი სეზონი ძალიან რთული იქნება . ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ორივე გუნდი , “რეალიც” და “პორტოც” სუპერთასებში. ორივე თასი ჩვენს მუზეუმში უნდა იყოს. შემდეგ კი გავაგრძელებთ კარგად მონაწილეობას : ქვეყნის ჩემპიონატში, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და ნაკრებში გამართულ მატჩებში” – დაასრულა პიკემ.


