“ბარსელონას” პირველმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მაისში ოპერაცია გაიკეთა და ახლა გამოჯანმრთელების პროცესშია.
Diario AS-ის ინფორმაციით, გერმანელი კარის დარაჯის დაბრუნება სექტემბერში, პირველი სანაკრებო პაუზის შემდეგ, “სევილიას” წინააღმდეგ იგეგმება. ამ შემთხვევაში, შტეგენს მხოლოდ ლა ლიგის პირველი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომლებიც “ბარსას” “რეალ სოსიედადთან”, ბილბაოს “ატლეტიკთან” და “ხეტაფესთან” ელის.
შესაძლებელი იყო, გერმანელი სეზონის დასაწყისისთვის დაბრუნებულიყო, თუმცა “ბარსას” არ სურს, რომ ტრავმა განმეორდეს, ამიტომ 29 წლის ფეხბურთელს სრულად გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს.
აქედან გამომდინარე, სეზონის სტარტზე “ბარსას” კარს, სავარაუდოდ, ნეტუ დაიცავს, თუმცა, თუ ბრაზილიელმა გუნდი დატოვა, ტერ შტეგენის ადგილს ინიაკი პენია ან არნაუ ტენასი დაიკავებს.




სამი თამაში არაუშავს
პენია და ტენასი გყავს გუნდში და რა გაქვს საწუწუნო?!
არიქა, შეუცდომელი მეკარე არსებობს? გოლი გავა და იმას რომ დააბრალო, რომ გამოუცდელი ბავშვი იდგა კარშიო…
კასილასსაც აქვს ეგეთები სიბერეში ნაყლაპი და ვალდესს ხომ საერთოდ უამრავი…
მახსოვს 2011 წელს, დეკემბერში, კლასიკოში 1 წუთზე რომ ბენზემას უპასა ბერნაბეუზე, ბენზემამაც შეირგო საჩუქარი
საბედნიეროდ 1:3 მორჩა ის თამაში
რა, შტეგენს არ უყლაპია?! კარასკიმ რომ გამარჯვების გოლი შეაგდო, მე გამოვედი ცენტრალურ ხაზამდე?
https://youtu.be/z8fF8CtdE1c
ეს მე ვიყავი?! პენიას და ტენასს რომ მოსვლოდათ ეს, ალბათ ბარსა ბ-ს სკამსაც კი სანატრელს გაუხდიდნენ
ნეტოს გაყიდდა ჭკვიანი კაცი და პენიას დააწინაურებდა, ბარსა ბ-ში კი ტენასს გამოუცხადებდა ნდობას
არაფერიც არ უჭირს, შეადარეთ ნეტუს და შტეგენის სტატისტიკა უფრო მეტი თამაშები აქვს ნოლზე ნათამაშევი.
ნეტუს გაყიდვა და პენიას დაწინაურება ფინანსური კუთხით ძალიან მომგებიანი ნაბიჯი იქნება. თან პენიაც ძალიან პერსპექტიული მეკარეა.
3 რა უჭირს.მაგის გამო მეკარე არ იყიდონ,არ გამაგიჟონ.