ჩინეთში, “არსენალის” გულშემატკივრები უკმაყოფილება მაისურის დაწვით გამოხატეს…
ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ შენ რაიმეს მიმართ უკმაყოფილება და პროტესტი გამოხატო. როგორც სჩანს, ერთ–ერთი გზა მაისურის დაწვაა. ამ შემთხვევაში კი კატალონიის “ბარსელონას” 2011/12 წლების სეზონის მაისურის. ჩინეთში, ლონდონური “არსენალის” გულშემატკივრებმა ცესკ ფაბრეგასის ამბების გამო, სწორედ კატალონიური კლუბის მაისური დაწვეს. ფოტო “თვითერზე”, “ArsenalChina”-ს მიერ იქნა ატვირთული. სურათს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრებმა ეს საქციელი “ბარსას” მიმართ, უპატივცემულობად ჩათვალეს, რაზეც ამ ფოტოს მფლობელი წერს: “ბარსას გულშემატკივრებო, დიახ, ჩვენ ვიცი რა არის პატივისცემა, მაგრამ არის კლუბი, რომელმაც არ იცის. სწორედ ამიტომ დავწვით ჩვენ იგი.”
ვიდეომასალა
[media=http://www.youtube.com/watch?v=Bn3c8ZM4Ras]
