დანიელი ფორვარდი, მარტინ ბრეითუეიტი, ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთა “ბარსელონადან” წასვლა მხოლოდ დროის ამბავია.
30 წლის მოთამაშეს ყველაზე ხშირად პრემიერ ლიგას უკავშირებენ, კატალონიური Sport კი იმ კლუბებზე წერს, რომელთაგან ერთ-ერთშიც ბრეითუეიტს სავარაუდოდ მალე ვიხილავთ.
წყაროს ცნობით, დაინტერესებულ კლუბებს შორის ყველაზე კარგ ფინანსურ მდგომარეობაში “ბრაიტონია”. ინგლისელები “ბარსას” მიერ მოთხოვნილ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ადვილად გადაიხდიან.
თავად მარტინის პრიორიტეტი “ვესტ ჰემში” ან “ვულვერჰემპტონში” გადასვლაა. ტრანსფერით დაინტერესება ორივე კლუბმა ბოლო საათების განმავლობაში გამოხატა.




აუ ნეტა გამოვიდეს ეგ ტრანსფერი 15 მილიონი იდეალურია ამაში
ისე ინგლისური კლუბები კარგი გადამხდელები არიან, მაგათ შესთავაზონ სხვებიც
კარგია თუ იყიდიან მარა ბრაიტონისთვის მეცოდება,ბრეითა ცოთატი მაღალ საფეხურზეა.ვესტჰემი კიბატონო
მიდი მარტინ შენ მაინც დაგვეხმარე ცოტათი, ამ უმტიტი-დემბელეების იმედი ალბათ საკუთარ მშობლებსაც აღარა აქვთ.