გუშინ, Transfermarkt.com-ზე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განახლდა. ახალი მონაცემებით, “ბარსელონას” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ფრენკი დე იონგია, რომელიც 90 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ცალკე აღნიშვნას პედრის საოცარი პროგრესი იმსახურებს – გონსალესის ღირებულება 80 მილიონი ევროა და ნიდერლანდელი ნახევარმცველის შემდეგ გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. სულ რაღაც ერთი წლის წინ პედრი მხოლოდ 7.2 მილიონად იყო შეფასებული.
ლიონელ მესის ღირებულება, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია, ასევე 80 მილიონი ევროა.




როგორც წავიკითხე პედრი ევროს შემდეგ გაძვირდა 10 მილიონით.
რავი მე პუჩი მაგრად დამევასა თავიდანვე მაგარი ენერგიულია სულ გამწვავებაზე მიდის და შორიდან დარტყმებსაც არ ერიდება
ეგ ისეთი აკვიატება მწვრთნელია დეპაის ძირითადი გარანტირებული აქ, ეგ კიარა ტრავმიანი რო ათამაშოს დეპაი არ გამიკვირდება, თვითონაც მაგიტომ გააფორმა ორ წლიანი+_ით რომ ვაიდა კუმანი გაუშვან ეგ მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა რადგან 100% არ ეიმედება თავისი თავი რო ადგილს გაინაღდებს თუ კუმანი არ იყო. კუმანი მგონია დასკვით ფაზაში ყველა ფეხბურთელი გადამწვარი ეყოლება
ჩავი,რომ მოვა მერე ნახეთ თქვენ რა ნახევარდაცვა გვეყოლება.დე იონგი,პედრი,პუჩი ძაან მაგარი ცენტრი იქნება.დე იონგი უკვე უმაღლესი კლასია და ერთ-ერთი საუკეთესოა მისი ყურება ერთი სიამოვნებაა ტანაც ჯერ 24 წლისაა და კიდევ დაიხვეწება,პედრი 18 წლისაა და რამხელა შესაძლებლობები აქვს,ცოტახანში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და პუჩს დრო უნდა მიეცეს ჭკვიანი ბიჭია და კუმანის ახირებებს ეწირება.