workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორი იქნება ბარსა საულთან ერთად?

როგორი იქნება ბარსა საულთან ერთად?

ესპანური გამოცემებისა და წყაროების ინფორმაციით, საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის გაცვლა ფაქტობრივად გარდაუვალია. გრიზმანის გაშვებით და საულის დამატებით “ბარსა” სახელფასო ფონდს დაახლოებით 12 მილიონით შეამსუბუქებს, ფონდის შემსუბუქება კი ამ ეტაპზე მესისთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად კატალონიელებისათვის უმთავრესი მიზანია.

საულის “ბარსელონაში” გადმოსვლის შემთხვევაში რონალდ კუმანს, შესაძლოა, ახალი ტაქტიკური მონახაზების მოსინჯვაც დასჭირდეს. ქვემოთ 3 სხვადასხვა ფორმაციას განვიხილავთ, სადაც შთაბეჭდილება საულ ნიგესის როლზეც შეგვექმნება.

ვარიანტი N1

საულ ნიგესი ეგრეთ წოდებული box to box ტიპის ნახევარმცველია, მაგრამ მას სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად თამაშიც თავისუფლად შეუძლია. 

26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში რამდენიმე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაატარა, სადაც 1 თამაშში საშუალოდ 1.3 ვარდნა, ამდენივე სიტუაციის განმუხტვა და 2 ჩაჭრა ჰქონდა.

ბუსკეტსის შემცვლელად საულის ფიზიკური ძალა და აღნაგობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ვარიანტი N2

საული ცაციაა, რის გამოც მას ფრენკი დე იონგისთან ერთად ცენტრალური ნახევარდაცვის დუეტში (ოდნავ მარცხნივ) თამაში არ გაუჭირდება.

საულის ხარჯზე პედრის დასასვენებლად გარკვეული დროც ექნება. 18 წლის ბიჭს ჯერ კიდევ არ დაუსვენია და არც აპირებს. ის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვას ოლიმპიადაზეც აპირებს.

ვარიანტი N3

დიეგო სიმეონე საულს ზოგჯერ განაპირა ნახევარმცველადაც იყენებდა. მას ჩაწოდება კარგად შეუძლია და სწორედ ამიტომ 3 ცენტრალური მცველით თამაშისას მას ჟორდი ალბას ჩანაცვლებაც შეეძლება. 

მე-3 ვარიანტი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა და ალბათ თავდაპირველად მისი გამოყენება ზედმეტად ფორსირებული სიტუაციის დროს იქნება უპრიანი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 15 ივლ 2021, 18:21

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: El pistolero 9
    ძირითადი
    შტეგენი
    დესტი არაუხო ლაპორტი ალბა
    საული დეიონგი პედრი
    მესი დეპაი ფატი

    სათადარიგო
    პენია
    ემერსონი პიკე გარსია(მინგესა) გაია
    მორიბა ბუსკეცი(ნიკო) პუჩი
    კოლადო აგუერო დემბელე


    კაია ოღონდ დემბელე მოაშორე დდ და მორიბაც ეგ ფულის მეშოკი


    კი მოვაშორებდი მაგრამ წამსვლელი არ ჩანს ეგ. მითუმეტეს დამტვრეული.

  • nika 54
    schedule 15 ივლ 2021, 09:52

    კაი ვარიანტებია, ცოტა იმას გავს მოუკვლელი დათვის ტყავს რო იყოფენ ხოლმე, მაგრამ არა უშავს. მაგისთანები გვინახავს.

  • El pistolero 9
    schedule 15 ივლ 2021, 01:04

    ძირითადი
    შტეგენი
    დესტი არაუხო ლაპორტი ალბა
    საული დეიონგი პედრი
    მესი დეპაი ფატი

    სათადარიგო
    პენია
    ემერსონი პიკე გარსია(მინგესა) გაია
    მორიბა ბუსკეცი(ნიკო) პუჩი
    კოლადო აგუერო დემბელე

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2021, 00:54

    ტერ შტეგენი – არაუხო, გარსია, დესტი, ალბა – დე იონგი, საული, პედრი – მესი, დეპაი, ფატი.

  • Frenkie de Jong 21
    schedule 15 ივლ 2021, 00:18

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    რა საული ხალხო რა საულიიი დდდდდდდ


    აბა ვინ?გვააქვს სუპერ ვარსკვლავის საშუალება?

  • M10 S9 D11
    schedule 14 ივლ 2021, 23:06

    მეორე ვარიანტი რათქმაუნდა

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    რა საული ხალხო რა საულიიი დდდდდდდ


    და რატო არა?

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 14 ივლ 2021, 22:27

    რა საული ხალხო რა საულიიი დდდდდდდ

  • lesane C
    schedule 14 ივლ 2021, 21:51

    მე მგონი უფრო დე იონგი იქნება ბუსის ადგილას და გვერდზე საული და პედრი