workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ მინგესა: მესი ახალგაზრდა მოთამაშეებს ყოველთვის ეხმარება

ოსკარ მინგესა: მესი ახალგაზრდა მოთამაშეებს ყოველთვის ეხმარება

“ბარსელონას” მცველი, ოსკარ მინგესა, Sport-თან ინტერვიუში საუბრობს გზაზე, რომელიც კატალონიური გრანდის პირველ გუნდში მოსახვედრად გაიარა. 

რა გავლენა იქონია რონალდ კუმანმა ჩემს დაწინაურებაზე? პირველ გუნდს ჩემს პოზიციაზე ფეხბურთელები აკლდა და შანსი მივიღე, ამის შემდეგ კი მან ჩემდამი ნდობა გამოიჩინა, რამაც წარმატებაში დიდი როლი შეასრულა. 
დაცვაში ორ პოზიციაზე ვთამაშობ და შეტევების წამოწყება შემიძლია. ჩემი აზრით, დაცვას საკმაოდ გონივრულად ვახერხებ და ბოლო დროს აგრესიულობის მხრივაც გავუმჯობესდი. მომდევნო სეზონში კონკურენცია გაზრდილი იქნება, თუმცა, ვფიქრობ რომ ეს ყველა ჩვენგანს მოტივაციას მისცემს და გუნდისთვისაც უკეთესი იქნება. 

მინგესა კომენტარს თავის რამდენიმე თანაგუნდელზეც აკეთებს:

ერიკ გარსია ყოველთვის ჭკვიანურად თამაშობს, ბურთით ეფექტურია, კარგი ინტუიცია აქვს და დაცვასთან ერთად გუნდს შეტევაშიც ეხმარება. 
პედრი მუდმივად კომბინირებს, მაგრამ დაცვაც ძალიან კარგად გამოსდის. ის უკანა ხაზზე მუდმივად თავდაუზოგავად შრომობს და როცა გვიჭირს, გუნდის დასახმარებლად ყოველთვის სწორ პოზიციაზეა. 
გაკვირვებული დავრჩი იმით, თუ როგორი სიახლოვე აქვს ლიონელ მესის სხვა ფეხბურთელებთან. ის ძალიან კარგი თანაგუნდელია, გასახდელში გუნდს შესანიშნავად ლიდერობს და ახალგაზრდა მოთამაშეებს ყოველთვის ეხმარება, მათ შორის მეც. 
რა თქმა უნდა, მესის მომავალზე ვღელავთ, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მან თავად უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ წავა. მას ამის უფლება აქვს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 11 ივლ 2021, 18:40

    ეს ბიჭი ძალიან მომწონს და მეიმედება..
    როგორ მიყვარს ყოველთვის სტარტზე მყოფი, მოტივირებული და "ჯაჯღანა", მაგრამ სამართლიანი ფეხბურთელები!!!
    heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • Nikabedinadze
    schedule 11 ივლ 2021, 14:02

    ჩემი აზრით გარსიას თავისუფლად გაუწევს კონკურენციას,თან ცოტა გამოცდილებაც დააგროვა