ფაბრიციო რომანის ინფორმაციით, “ბარსელონა” პედრის კონტრაქტს მინიმუმ 2 წლით გაუხანგრძლივებს.
ამჟამად არსებულ ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. კატალონიელები კონტრაქტს მინიმუმ 2 წლით ავტომატურად გაახანგრძლივებენ, მაგრამ მათ 18 წლის ნახევარმცველისათვის გაცილებით ხანგრძლივი და უკეთესი პირობების შეთავაზება სურთ.
ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის შეძენა შარშან “ბაიერნსაც” სურდა, “ბარსა” პედრის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროსაც კი არ დათანხმდა, რაც, ცხადია, სწორი ნაბიჯი იყო.
პედრიმ ევრო 2020-ზე მინდორზე ყველაზე მეტი წუთი გაატარა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დასვენებას არ აპირებს და “ფურია როხას” ოლიმპიადაზეც დაეხმარება.




პედრისნაირი ფეხბურთეების ნაკლებობაა დღეს ფეხბურთში, მაგიტომაცაა *რაკისკენ, რომ მიდის ეს სპორტი.
პედრის ყველაფერი აქ დიდი ფეხბურთი რო ითამაშოს.იმედია ხელს არაფერი შეუშლის.თვითონ რო ძალღონეს არ დაიშურვებს ვიცი და მჯერა😄მაგრად მაინტერესებს პედრი ფატი ერთად
როგორ მიხარია და მეიმედება ეს რო ჰყავს ბარსას
ანსუს არ მიეღო ის ტრავმა შეიძლება ახლა ფინალშიც გაეყვანა ესპანეთი 😔
ფიზიკურად ძალიან გაიზარდა , გაძლიერდა … გუშინდელი მარცხიც რა ემოციურად მიიღო .. ეს ბიჭი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს … მიხარია რომ ეჭვია არასოდეს შემპარვია გონსალესში
სამუდამო კონტრაქტი ამ ბავშვს <3