“ბარსელონას” ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუ “ვულვერჰემპტონს” ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის ამოწურვის შემდეგაც ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება, თუმცა ტრანსფერისთვის “ბარსას” მიერ მოთხოვნილი თანხა დასახელებული არ არის.
The Athletic-ის ჟურნალისტის, ტიმ სპირსის ინფორმაციით, კლუბები 25 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ, რაც დაახლოებით 30 მილიონი ევროა. 2020 წელს ტრინკაუს ტრანსფერში “ბარსელონამ” “ბრაგას” 31 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეთანხმების მიხედვით, თუ “ვულვზი” 30 მილიონს გადაიხდის, “ბარსას” უარის თქმის უფლება არ ექნება.
Transfermarkt 21 წლის მოთამაშეს 22 მილიონად აფასებს.


სახელი როარ გვქონდეს გატეხილი მეტსაც გადაიხდიდნენ მაგრამ რა გინდა რო ქნა🙃სირთომეუსგან ყველა კლუბის პრეზიდენტი ხეირში იყო და ეხლა ასე ნაუცბათევსაც არ ივარგებს ფასების აწევა მერე დაფრთხებიან და აღარავინ იყიდის ჩვენგან😁
მევასება რა ლაპორტა ის აჩკარიკა ნაბო***რი 10 მილიონად გაყიდიდა მარა პერსპექტიული ბიჭია და 30 მილიონი ნორმ ფასია მეტიც შეიძლებოდა მარა ნიჩევო
კიდევ კაი ცოტა თანხის ამოღება მაინც ხერხდება
ყველგან და ყველაფერში ზედმეტი გადაიხადა მაგ სატანამ. დარწმუნებული ვარ სპეციალურად გაანიავა ბიუჯეტი. მავნებელი უნდა გასრისო.
თუ ტრინკაუ იტყვის უარს მაშინაც შეეძლება ვულვზს მისი ყიდვა ?
იდეალურია 30 მილიონი
რაც გადავიხადეთ იმას ამოიღებენ. ფირპოს შემთხვევაშიც ასე ქნეს. 18 მილიონი მივეცით ბეტისს და ლიდსში 15+3 ბონუსად გაყიდეს