წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 ივლისს მოხდა.
თამაშები
4 ივლისს “ბარსელონამ” 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს.
1971 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” “ვალენსიასთან” 0-2 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა 4-3 გამარჯვება მოახერხეს. გოლები საბალსამ, ფუსტემ და ალფონსედამ გაიტანეს.
1988 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ყოფილი ფეხბურთელი მარტა უნსუე. 2006-2018 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 360 თამაში ჩაატარა. უნსუემ კატალონიურ კლუბში 4 ესპანეთის ჩემპიონატი და 5 ესპანეთის თასი მოიგო.