“ბარსელონას” ესპანელი ტალანტი პედრი 2021 წლის Golden Boy-ს მოგების მთავარი ფავორიტია. ამის შესახებ Sport იტყობინება.
“ბარსელონაში” ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, პედრის ბრწყინვალე თამაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ნახევარმცველის მიერ Golden Boy-ს ჯილდოს მოგებას უფრო და უფრო რეალურს ხდის.
პედრი ევრო 2020-ზე შესანიშნავად ასპარეზობს. მან შესაძლო 510 წუთიდან მოედანზე 509 წუთი გაატარა.
რაც შეეხება 18 წლის ტალანტის “ბარსელონურ” სეზონს, მან 52 მატჩი ჩაატარა (3 526 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა. იგი “ბლაუგრანასთან” ერთად ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა.
პედრის უშუალო კონკურენტი “დორტმუნდის” ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია, მაგრამ მან ევროპის ჩემპიონატზე, ჯერჯერობით, მხოლოდ 30 წუთი ითამაშა.
ხო მთელი მსოფლიო ბრმაა შენ ხარ მარტო მართალი
ზოგადად მსოფილიოს უმეტესობა ცხვარია და ტრენდებს მიყვება 🙂 ასე რომ კი მთელი მსოფლიო ბრმაა და მხოლოდ 100000-ში 1-2 კაცი თუ ხედავს სიმართლეს და თავის სუბიექტურად ობიექტურ აზრს აფიქსირებს დანარჩენი ყველა ტრენდებს აყოლილი სიკოა.
ეგ სიმართლის დანახვა კი არა ცოდნის ილუზიაა
ხო მთელი მსოფლიო ბრმაა შენ ხარ მარტო მართალი
რა ასაკის ჩათვლით არის ეს ჯილდო?
ჯერ უბრალოდ იმიტომ უნდა მიცენ რომ ტიპმა თამაში არ ჩააგდო დაუღალავად ვირივით შრომობს…და აქ ვიღაცებს დღემდე ვერ გაუგია პედრი რატოა ოქროს ბიჭიი სასაცილოაა
რა თქმა უნდა, თანაც ულაპარაკოდ!!!
ოლიმპიადაზეც უნდა წავიდეს, არაა იქ ისეთი დატვირთვა, რომ ძალიან დიდი წნეხი გამოდგეს