ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. “ფურია როხა” 1/8-ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდა და ტურნირის ჯერჯერობით საუკეთესო თამაშში, დამატებითი ტაიმების დახმარებით, 5-3 დაამარხა.
ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც პედრიმ უნაი სიმონს ბურთი ცუდად დაუბრუნა და პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა… ავტოგოლი.
ბურთის საკუთარ კარში გატანის მიუხედავად “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტს კარგი თამაში ჰქონდა.
პედრი, ისევე, როგორც ბუსკეტსი და ერიკ გარსია სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან სრული 120 წუთი ითამაშა. ერიკ გარსიამ მოედანი 71-ე წუთზე დატოვა, ხოლო სერხიო ბუსკეტსმა – 101-ე წუთზე. მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა ჟორდი ალბა.
ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდა. გოლი პაბლო სარაბიამ გაიტანა. მე-2 ნახევარში სესარ ასპილიკუეტამ და ფერან ტორესმა გაიტანეს და 85-ე წუთზე საქმე მომთავრებული ჩანდა – 1-3. მაგრამ დარჩენილ დროში ხორვატებმა მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს, ანგარიში 3-3 დააფიქსირეს და თამაში დამატებულ ტაიმებში გადავიდა.
“ფურია როხას” ორბურთიანი უპირატესობის აღსადგენად პირველი დამატებული ტაიმიც ეყო – თავი ალვარო მორატამ და მიკელ ოიარსაბალმა გამოიჩინეს. ანგარიში მეტჯერ აღარ შეცვლილა და ესპანეთმა დრამატულ მატჩში 5-3 მოიგო.
მეოთხედფინალში ესპანელთა მეტოქე დღესვე, საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.




ბრავო ესპანეთს. ფსიქოლოგიურად არ გატყდა გუნდი. დალიჩმა ზედმეტად შემტევი გახადა შემადგენლობა ცვლილებებით და ამიტომ დამატებით დროში დაცვა ჩავარდა.
ესპანეთი როგორ ნელ-ნელა შედის ფავორიტთა რიგებში
ალბათ მოკლეს უკვე.
საფრანგეთის გამოვარდნის შემდეგ იმედია ესპანელები, ინგლისელები ან გერმანელები მოიგებენ ამ ჩემპიონატს <3
მე იმაზე ვკაიფობ რაცარუნდა მოხდეს სახის მიმიკა რო არ ეცვლება რა დონის ხეა ეგ ჩემისა😄20 რო წაიყვანოს ვინმემ ასაკის გამო კარგი იქნება🙃გარსია არაუხოს წყვის ფიქრობენ ალბათ და დავიღუპებით კიდევაც😄
ძალიან კარგ საქმეს გაუკეთებენ ბარსელონას ფრანგები😄
ლანგლეეე💩💩💩💩
ძალინ ვისიამოვნე,დიდი ხანი ასეთი თამაში არ მინახავს,ესპანელებიც და ხორვატებიც ორივე ქებას იმსახურებს, განსაკუთრებით ესპანელები,არც იმ უაზრო გოლმა გატეხა,არც ანგარიშის გათანაბრებამ!
იმ აჩკარიკმა ლუჩო გაუშვა და ინვალიდი ვალიკო მოიყვანა,დასახვრეტად უბრალოდ.
*ლენგლე ძირითადშია. ჩაო ფრანცია.
სიგიჟე, ადრენალინი, საოცარი მატჩი!!!
პროსტა გვარდიოლას 1 სეზონი პედრი რო მიცა ახალ ინიესტას დააყენებს მისგან
აუ აბა რას გამოძერწავს 👌🏼
პროსტა გვარდიოლას 1 სეზონი პედრი რო მიცა ახალ ინიესტას დააყენებს მისგან
ყველა აკრიტიკებდა და ყველაზე მეტი გოლიც აქვთ გატანილი 11 და ძალიან სანახაობრივი თამაშიც გვაჩუქეს❤️❤️ მეტი რა ქნან😅 საგრანგეთი თუ გავიდა ადვილი გასეირნება არ ელით.
ეს იქნება ყველაზე მაგარი თამაში ამ ჩემპიონაზტზე ეგეც ესპანეთის დამსახურებაა…)))) სადა ის ხალხი ესპანეთს რომ აკრიტიკებდა 24 საათი და პედრიმ რომ ქვეშაჯვიაა??? მაქსიმუმ ჯგუფიდან გავლენ ეგეც საკიტხავიაოო…ვრწმუნდები რომ აქ რეალის ფანები არიან შემოპარულიი…)))))))))))))) ანუ გადაღლილია პედრი ვეღარ დარბის კიდე ნუღარ დაერთ რაა ტეხავს….))))) ცენტრში ბოლოს სად იდგა უყურებდით ??)))) უბრალოდ მუშაად ყავთ მაგაზე მწყდება გული თორეე ძალიან მაგარი მომავალი აქვს ვამოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოს
აი არვიცი რა ვთქვა მაგარი თამაში იყო ძაან პედრი კიდე მეგონა დაიბრიდებოდათქო 120წუთი რო ითამაშა მარა მაინც გაძლო ❤❤🔥🔥დალიჩმა კიდე გამოიღოს ის სიტყვები რაც თქვა ფაქტია რო ორი მარცხენა ცენტრალური მცველი არუნდა დააყებოს ლუის ენრიკემ