ინიაკი პენიას მომავალი ბუნდოვანია – “ბარსა ბ-ს” მეკარე, რომელიც სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, შესაძლოა კლუბიდან ისე წავიდეს, რომ პირველ გუნდში თამაშის პრაქტიკა ვერ მიიღოს.
პენია უკვე 22 წლისაა და კარიერის იმ ეტაპზეა, როცა თავისი შესაძლებლობები მესამე დივიზიონზე უფრო მაღალ დონეზე უნდა გამოიჩინოს. დიდი პოტენციალის მიუხედავად, “ბარსელონა” მის დაწინაურებას არ ჩქარობს. კატალონიური Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, უნდობლობის გამო ინიაკი სხვა კლუბში გადასვლას განიხილავს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები მეკარის პოზიციის გასაძლიერებლად სხვა კლუბისთვის მიმართვას აპირებენ.




მერე რატო უშვებენ, დააწინაურონ პირველ გუნდში.
იჯარით უნდა გაუშვან
ნეტუ გავყიდოთ და ეს ზამემა გვეყოლება!!
ნორმალური გუნდის ხელმძღვანელობა, რომელსაც საკუთარი აკადემია ყავს, 1 მეკარეზე მეტს არასდროს იყიდის და ეყოლება მისი აღზრდილები

კიდევ პაუ ლოპესზე დაიწერა, თითქოს აკვირდებიან
მიდით, კიდევ 5 სხვადასხვა მეკარეს დააკვირდით, ეგრე განაგრძეთ
პენია იქეთ იყოს და მამარდაშვილმა თუ აიწყო ვალენსიაში კარიერა ძაან მაგარი იქნება.
Daawinauron neto gayidon