workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD | ალეგრის გამო პიანიჩის “იუვეში” დაბრუნება უფრო რეალურია

MD | ალეგრის გამო პიანიჩის “იუვეში” დაბრუნება უფრო რეალურია

“ბარსელონადან” წამსვლელთა რიგებში კიდევ ერთი ფეხბურთელის სახელი ძალიან აქტიურად ფიგურირებს. ეს ფეხბურთელი მირალემ პიანიჩია, რომლის მომავალ კლუბად კვლავინდებურად “იუვენტუსი” სახელდება.

არტური-პიანიჩის გაცვლით ვერცერთმა გუნდმა იხეირა. თუმცა, უცხო კლუბთან შეჩვევა უფრო რთული სწორედ მირალემისთვის იყო. რონალდ კუმანი მას ძალიან იშვიათად ენდობოდა და სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად თამაში მისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. მასიმილიანო ალეგრის “ბებერი ქალბატონის” თავკაცად დაბრუნება ბოსნიელი ფეხბურთელის ძველ კლუბში დასაბრუნებლად კიდევ ერთი ბიძგისმიმცემი აღმოჩნდა.

MD-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პიანიჩს “იუვეში” გადაბარგება სურს, ის სხვა გუნდების ალტერნატივასაც არ გამორიცხავს. ამის მიზეზი კი პირველ რიგში, “ბიანკონერის” ლოკატელის მიმართ ინტერესია, მანუელი კი სწორედ პიანიჩის პოზიციაზე თამაშობს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა მონაწილეობა 30 შეხვედრაში მიიღო და თავი ვერც გოლით და ვერც ასისტით გამოიჩინა. მისმა ღირებულებამ 2020 წელთან შედაფრებით გამოკვეთილად, 25 მილიონით იკლო და ამ მომენტისთვის ის მხოლოდ 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 26 ივნ 2021, 16:04

    ეს დააბრუნონ იუვეში და პაულინიო დაითრიონ ისევ.

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2021, 15:18

    დავაი აბრატნი ბარტერი

  • me da barca
    schedule 26 ივნ 2021, 11:29

    წარმომიდგენია როგორ უყვარს ამას კუმანი.

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივნ 2021, 11:07

    არტურში გაუცვალეთ ისევ

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 26 ივნ 2021, 00:53

    ცუდია ამხელა ფიგურას რომ ვერ იყენებს კლუბი არადა ძაან მაგარ სეზონებს ატარებდა იუვეში და მანამდე რომაშიც მაგარი იყო.უბრალოდ ისაა რომ ამ ფორმაციის ბარსაში ვერ მოიძებნა ამის ადგილი და თან არც ახალგაზრდაა რო აცადო კიდე ერთი ორი წელი პლიუს კატასტროფულად დაუვარდა ფასი და ხელფასიც მაღალი აქვს ამიტომ გასაყიდია ეგრევე ! იჯარა ზოგადად ცუდია მაგრამ თუ არავინ ყიდულობს ჯობს გაანათხოვროს ამით ხელფასს დაზოგავენ და თუ კარგად ითამაშებს გაყიდიან