ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბოლტონი” 7 მილიონს ამზადებს

“ბოლტონი” 7 მილიონს ამზადებს

 

როგორც ბრიტანული პრესა გვამცნობს, ინგლისური “ბოლტონის” ხელმძღვანელები კატალონიის “ბარსელონას” შემტევში, ჟეფრენ სუარესში 7 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ…

 

ბრიტანული “ბოლტონი” ჟეფრენ სუარესის შეძენით ინტერესდება. კლუბის მესვეურები მის სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, რაც “ვალენსიას”, “სევილიასა” და “ატლეტიკო მადრიდის” მიერ შეთავაზებულ თანხებზე მეტი გახლავთ. თუმცა, როგორც თავად ფებურთელმა განაცხადა, მას კარიერის გაგრძელება ესპანეთში სურს.

 

“ბოლტონის” მესვეურები ინტერესებს არ მალავდნენ ტიაგო ალკანტარას მიმართაც, თუმცა ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ტიაგომ კლუბთან კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა. აქვე გეტყვით, რომ ჟეფრენი შესაძლოა სხვა გუნდში იჯარის წესით გადაბარგდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში