ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 ივნისს მოხდა.

თამაშები

22 ივნისს “ბარსელონას” 4-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა ოთხივე თამაში მოიგეს.

1936 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ფერან ოლიველია. 1956-1969 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 320 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ოლიველიამ კატალონიურ კლუბში 4 ესპანეთის თასი, 3 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 2 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1983 წელი

ესპანეთის ლიგის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში 0-1 წაგების შემდეგ განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” 5-2 გაანადგურა. კატალონიელთა მხრიდან გოლები შუსტერმა, მუნიოსმა, კარასკომ, მარადონამ და ალონსომ გაიტანეს.

1997 წელი

ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” 2-1 დაამარცხა და საერთო ჯამში 102 გოლი დააგროვა, რაც იმ დროისთვის რეკორდი იყო. ამის მიუხედავად “ბარსა” 2 ქულით ჩამორჩა “რეალ მადრიდს”, რომელმაც 85 გოლის გატანა მოახერხა.

1997 წელი

“ბარსელონას” ამერიკული ფეხბურთის გუნდმა “ბარსელონა დრეგონსმაNFL Europe World Bowl მოიგო. კატალონიელებმა “რაინ ფაიერი” 38-24 დაამარცხეს. “ბარსას” კუოტერბეკი ჯონ კიტნა საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალს 31 ათასი ადამიანი ადევნებდა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 24 ივნ 2021, 12:03

    22 ივნისს "ბარსელონას" 4-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს, 0 ფრედ დაასრულეს და 0 წააგეს.
    ესეთი დღეები გვინდა სულ.