“ბარსელონას” 32 წლის ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, კორონავირუსი დაამარცხა, ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.
გუშინ გაკეთებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითია, შესაბამისად, დღეს, სერხიო სევილიაში გაემგზავრება და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
სერხიოს კორონავირუსი 7 ივნისს დაუდასტურდა. მან 14 ივნისს, შვედეთთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ესპანელებს მომდევნო მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, პოლონეთის წინააღმდეგ, ელით.




დაამარცხააა.. !!!!!!!!!
ნეტა მასე სხვა გუნდებს და ნაკრებებს ამარცხებდეს!
ღმერთმა სულ კარგად ამყოფოს ყველა!
2 კვირა უნდაო და 10 დღეში როგორ განიკურნა?! თუ ამას ლაითი კორონა შეხვდა.
ესპანეთს ერთი კი არა 5 ბუსკეტსი ვერ უშველის.
ბუსი საქმეშია 💪🏻💪🏻
კაროჩე რა კოკე არა იაგო ასპასი.როდრი უბდა იყოს საყრდენზე და ალკანტარა და პედრი შემტევ ნახ.მცველებად.მორატას არაფერი ეშველება,არც წესიერი გარემარბები ჰყავთ.დაცვაში ლაპორტე არ მომწონს,პაუ ტორესს არაუშავს და მგონი ჯობია ალბას ნაცვლად გაია სცადოს ან დატოვოს ოღონდ მარჯვენა ფლანგზე აზპილიკუეტა ათამაშოს.მოკლედ არაფერი არ გამოივათ და მგონი გააბუნძულებენ ენრიკეს.არადა როგორ მევასებაა.
ალბათ არც ხვალ ათამაშებენ, უთამაშებელი როა, ვერ იქნება ფორმაში.