გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” 2021/22 წლების სეზონის საშინაო ფორმა “კამპ ნოუზე” ოფიციალურად წარადგინა – მასში მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს, ცერემონიას კი ჟოან ლაპორტაც ესწრებოდა.
ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბის არხზე აუდიოვიზუალური მასალის გამოქვეყნებისას, ახალი სეზონის გასვლითი ფორმის დიზაინიც გაიპარა.
აღნიშნული შემთხვევა ცნობილმა პორტალმა Footy Headlines-მა შეამჩნია და გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც სერჟი რობერტო იისფერი მაისურის ფონზე ჩანს.




კაი ფორმა, ლამაზია საყურებლად. მაგრამ როცა გუნდი აგებს სულ აღარ გვახსოვს რა ფორმა აცვია.
არა
თეთრი ფორმა?!?!?!?!?!?!
ბარსა არის ლურჯ ბროწეულისფერი და არა თეთრი. მაინცდამაინც რეალისნაირი თეთრი რა ჯანდაბაა მეორე ფორმა.
არარის ფორმა თეთრი დაწყნარდით ღია იასამნისფერია
აქედანვე გვაპარებენ მომდევნო სეზონის ფორმას😁უარესებიც მინახავს ფორმა თუ სეზონები ეს არაფერია იმათთან🙃
რა თეთრი ფორმა რეალი ვართ? მოაშორეთ აქედან ეგღა გვაკლია ახლა თეთრები ჩავიცვათ
ცუდი ფორმებია ჯერ-ჯერობით და რას ფიქრობთ მოწონების ფუნქცია რო დაამატონ სტატიებზე?არ ვიცი რამდენად რთული გასაკეთებელია ეს ყველაფერი,მაგრამ ვფიქრობ საინტერესო სიახლე იქნებოდა
იმედია არაა სიმართლე და მოთეთრო ფერების ყურება არ მოგვიწევს