workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილია ემერსონის გარეშე და იოლი მოგებით იწყებს

ბრაზილია ემერსონის გარეშე და იოლი მოგებით იწყებს

კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშება დაიწყო. პირველ შეხვედრაში მასპინძელი ბრაზილია ვენესუელას დაუპირისპირდა. შეხვედრა “სელესაოს” იოლი გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის პირველი გოლი მარკინიოსმა 23-ე წუთზე გაიტანა. 64-ე წუთზე ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, 89-ე წუთზე კი თავი გაბიგოლმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3-0.

მიმდინარე კოპა ამერიკაზე ბრაზილიის განაცხადში მხოლოდ ერთი “ბარსელონელია” – მარჯვენა მცველი ემერსონი. 22 წლის ფეხბურთელი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=Xp2GUm68WUM]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 ივნ 2021, 16:24

    მე მგონი მალე ნეიმარიც გაასწრებს მესის, ნაკრებში გოლებით. იქნება პელეს რეკორდსაც უფრო ადრე შეწვდეს. მოკლედ ეს ბრაზილია მე მგონი კოპასაც ულაპარაკოდ აიღებს.

  • cruyff9
    schedule 14 ივნ 2021, 11:46

    ციტატა: Albicelecte
    ვენესუელას 12 კაცი აკლდა და ახლები დაამატებინეს, ალბათ მაგათი ჩემპიონატის ხალხი, ვინც ნაკრებში გავლით იყო ისეთები და მოიგებდა სელესაო, აბა რას იზმადა? რასაც ვუყურე, დიდი არაფერი თამაში არ უჩვენებია, გამოვრთე და დავიძინე barca-6


    თანაბარი შანსები აქვს სამ ოთხ ნაკრებს წელს,,ვნახოთ რაიქნება

  • El pistolero 9
    schedule 14 ივნ 2021, 10:28

    ტიტეს ბრაზილიის ნახ. დაცვა პაკეტა-კაზემირო-ფრედი. მგონი ყველაფერი ნათქვამია

  • Albicelecte
    schedule 14 ივნ 2021, 09:29

    ვენესუელას 12 კაცი აკლდა და ახლები დაამატებინეს, ალბათ მაგათი ჩემპიონატის ხალხი, ვინც ნაკრებში გავლით იყო ისეთები და მოიგებდა სელესაო, აბა რას იზმადა? რასაც ვუყურე, დიდი არაფერი თამაში არ უჩვენებია, გამოვრთე და დავიძინე barca-6