“ბარსელონას” ხელბურთის გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მარტივად მოიგო.
რატომ იყო ასეთი დონის თამაშში მარტივად მოგება მოსალოდნელი? “ბარსელონას” ის გუნდია, რომელსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 წაგება აქვს, ისიც ჩემპიონთა ლიგის წინა ფინალში და ისიც სენსაცია გამოდგა. კატალონიელებს ესპანეთში ჩემპიონატიც და თასიც მოგებული ჰქონდათ, დღეს კი ტრებლი შეასრულეს. “ბარსა” ევროპის გამოკვეთილად საუკეთესო გუნდია და ეს დღესაც დადასტურდა.
ფინალში “ბლაუგრანას” მეტოქე დანიური “ოლბორგი” იყო, რომელიც ამ ეტაპამდე ისტორიაში პირველად მივიდა. “ბარსამ” კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეთხუთმეტედ ითამაშა და მეათედ მოიგო. ორივე ეს მაჩვენებელი ტურნირის რეკორდია.
დღევანდელი შეხვედრა 36-23 დასრულდა.
Siiiiiiii! Ho hem aconseguit!
Molt orgullosos de vosaltres, EQUIP! 💙❤ pic.twitter.com/gd57FUBK16— Barça Handbol (@FCBhandbol) June 13, 2021
ეს ჩემპიონობა განსაკუთრებით ემოციური იყო გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ჩავი პასკუალისთვის და ლეგენდარული კაპიტნისთვის, რაულ ენტრერიორისთვის, რომლებიც გუნდს ტოვებენ.
We're not crying, you're crying 😢@FCBhandbol say adiós to their legendary captain @Raul_Entrerrios and coach Xavi Pascual tonight. Just look at the emotion between them. #ehffinal4 #showtimeforehffinal4 pic.twitter.com/NaKLC83iTg
— EHF Champions League (@ehfcl) June 13, 2021


ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ბრწყინვალე გამარჯვებას!!!!
araujo4, რა გითხრა მეგობარო , უკვე აღარ მჯერა ამათი არაფრის. არც გამიკვირდება ვინმე ისეთი გაყიდონ სეზონის დაწყებამდე , გაოცებისგან პირი დაგვაღებინონ. ნახევარი წელია თითქმის ნაიკთან მოლაპარაკება მიდის და ვერ მიიყვანეს ბოლომდე.