ზედიზედ მეორედ, სულ კი მეთერთმეტედ – “ბარსელონას” ხელბურთის გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშეს. გადამწყვეტ მატჩში მეტოქე პოლონური “კიელცე” იყო, რომელთანაც “ბარსას” მიმდინარე სეზონში ორივე თამაში წაგებული ჰქონდა.
დღევანდელი დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო 28-28 დასრულდა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც კატალონიელებმა ხუთივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ჩვენმა მეკარემ კი ერთი აიღო და ჩემპიონი “ბარსელონა” გახდა.
“ბარსელონას” ხელბურთის გუნდი ისედაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო იყო, ახლა კი კატალონიელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. “ბლაუგრანას” აქტივში 11 თასია, უახლოეს მდევარ “გუმერსბახს” კი, რომელსაც 1983 წლის შემდეგ აღარ მოუგია, მხოლოდ 6 თასი აქვს.
“ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის გარდა ესპანეთის ჩემპიონატი და თასიც მოიგო. კატალონიელებმა ტრებლი ზედიზედ მეორედ, სულ კი მეექვსედ შეასრულეს.


მაგარი დაძაბული ფინალი კი გამოსულა.
ძალიანაც კარგი! მიხარია! მშვენიერია!
მონსტრი გუნდია მართლა , ძალიან მაგარი მწვრთნელით . ყველაზე მაგარი ღადაობა ის არის , პსჟ ხელბურთშიც სულ ტყუილად წვალობს , აქაც არაფერი არ გამოსდის :))