კატალონიის “ბარსელონამ” და “პალმეირასმა” შეთანხმებას მიაღწიეს. ბრაზილიური კლუბში “ბარსას” ბრაზილიელი ფეხბურთელი არენდის წესით, ერთი სეზონის მანძილზე გამოვა…
ბოლო 3 სეზონია ბრაზილიელი ცენტრალური მცველი უკვე არენდის წესით სხვადასხვა გუნდებშია განათხოვრებული. გამონაკლისი არც მეოთხე წელიწადი გამოდგა. ენრიკე ახლა ბრაზილიური კლუბის ღირსებას დაიცავს. 2011/12 წლების სეზონში მას “პალმეირასის” ფორმით გამოსვლა მოუწევს.
ენრიკე “ბარსელონას” 2008 წელს შეუერთდა, მაგრამ ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. პირველი სეზონი მან იჯარით “ბუნდესლიგაში” გაატარა. იგი “ბაიერ ლევერკუზენის” ღირსებას იცავდა. ერთი წლის შემდე კი ბრაზილიელი მცველი “პრიმერა დივიზიონში” დაბრუნდა და სანტანდერულ “რასინგს” შეუერთდა. “რასინგში” ყოფნის პირველ სეზონში მან 26 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 2010/11 წლების სეზონში მას 35 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდა.
