ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეირისონი, გლები და ენრიკე 18 ივლისს გუნდს არ შეუერთდებიან

კეირისონი, გლები და ენრიკე 18 ივლისს გუნდს არ შეუერთდებიან

კეირისონი, გლები და ენრიკე წინასასეზონო მზადებას გვარდიოლას გუნდთან ერთად არ დაიწყებენ. სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი გუნდთან ერთად არ ივარჯიშებენ, რადგან სამივე მათგანი მომავალ სეზონში გვარდიოლას გეგმებში არ შედის.

”ბარსელონა” აგრძელებს მათთვის კლუბების მოძებნას, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე ჯერ-ჯერობით ამ ფეხბურთელების მიმართ კლუბებს ისეთი ინტერესი არ გამოუჩენიათ, როგორიც ”ბარსელონას” აწყობს.

ამჟამად ”ბარსას” ოფიციალური შეთავაზება საერთოდ არ მიუღია და სატრანსფერო ბაზრის გამოცოცხლებას ელის, რათა სამივე ფეხბურთელს ახალი კლუბი მოუძებნონ. კეირისონი ფაქტიურად ”სანტოსში” არ თამაშობდა, ენრიკე ”რასინგში” მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მაგრამ მისი იჯარის დრო ამოიწურა, ხოლო ჰლებმა საკუთარი დონის თამაში ვერ აჩვენა ინგლისში დაბრუნების შემდეგ. სამივე ფეხბურთელმა იცის ეს სიტუაცია და მათი აგენტები კარგა ხანია მუშაობენ, რათა ეს პრობლემა მოაგვარონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში