ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფა ალკანტარა მონაწილეობას ვერ მიიღებს 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

რაფა ალკანტარა მონაწილეობას ვერ მიიღებს 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

კატალონიის “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარას უმცროსი ძმა, რაფა ალკანტარა მონაწილეობას ვერ მიიღებს 19 წლამდელთა  ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩატლით რუმინეთში გაიმართება.

ახალგაზრდა ტალანტმა ტრავმა  ახალგაზრდული ნაკრების  ვარჯიშზე მიიღო. გარდა ამისა, ტურნირს გამოაკლდება “ბარსას” კიდევ ერთი  ახალგაზრდა  ფეხბურთელი–ესპინოზა. მაშასადამე,   ტურნირზე კატალონიური გრანდის სახელით მხოლოდ სერხი გომესი და  ხერარდ დეულოფეუ გავლენ. 

ამ უკანასკნელმა ბოლო  ვარჯიშზე, რომელიც “სიუდად დე ფუტბოლზე” გაიმართა მოახრერხა პატარა ( დიდი ) სასწაული მოახდინა.  მან 6 ( !!! ) ბურთის გატანა შეძლო. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ  “ბარსას” მომავალი ვარსკვლავი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც 17 წლისაა და მასზე 2 წლით უფროსებთან ერთად უწევს ბურთაობა, ის  ნამდვილად გუნდის ერთ–ერთი ლიდერია.

                                                  რაფა ალკანტარა
 
                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=0rL5FykncMw]  

                                                                           
                                               ხავიერ ესპინოზა 

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=EbggTAaUkiQ] 

                                                  ხერარდ დეულოფეუ
 
                               
 [media=http://www.youtube.com/watch?v=MLUHU2qcuY0]            

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში