“იუვენტუსის” ყოფილ ფეხბურთელს, მედჰი ბენატიას, Tuttosport-თან ინტერვიუში, მირალემ პიანიჩის შესახებ ჰკითხეს.
მაროკოელის თქმით, მასიმილიანო ალეგრის მისვლის შემდეგ, “ბიანკონერიში” პიანიჩიც უნდა დაბრუნდეს.
მირალემს კარიერაში 500-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ კუმანი, მის ნაცვლად, 18 წლის ბიჭს ათამაშებს.
ალეგრისთან ერთად, პიანიჩი ფენომენალურად თამაშობდა. ის არის მწვრთნელი, რომელთანაც მან პროგრესი ყველაზე უკეთ შეძლო. ალეგრი, მისთვის, მამასავითაა.
მას უყვარს “იუვე” და “იუვეს” უყვარს იგი. იმედი მაქვს, რომ “იუვენტუსში” დაბრუნდება.
– ამბობს ბენატია.
2020/21 წლების სეზონში, “ბარსას” მაისურით პიანიჩმა 30 შეხვედრა ჩაატარა (საშუალოდ 43 წუთი). ჯერჯერობით, იგი გოლისა და საგოლე გადაცემის გარეშეა.
ყველა თავის მიწებს ხნავს ))))
ეხლა ეს ჩვენზე მეტად დარდობს, კუმანის უთავობას?
ხო არა 31 წლის პიანიჩი ჯობია 18 წლის პედრის მაგრამ ძაან გადაწვა კუმანმა ეს ფაქტია რამდენიმე თამაში უნდა დაეყენებინა პიანიჩი მარა ჯიუტი როა რა ქნას :დდ