L’Esportiu-სთან ინტერვიუში “მანჩესტერ სიტის” 20 წლის მცველმა, ერიკ გარსიამ, რომელიც მალე “ბარსელონას” შეუერთდება, თავის მომავალ თანაგუნდელებზე ისაუბრა.
გარსიას ისტორია ჟერარ პიკეს კარიერის სტარტს ძალიან ჰგავს: ორივე ფეხბურთელი “ბარსას” აკადემიიდან პირველ გუნდში მოხვედრამდე მანჩესტერში თამაშობდა.
ერიკმა პიკესთან შედარებაზე ისაუბრა და “იუნაიტედისა” და “სიტის” პაექრობაზეც იხუმრა.
შედარებები წნეხის ქვეშ არ მაქცევს, ამას დიდი მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რეალურად მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ “ლა მასიადან” ვართ და მანჩესტერში ვცხოვრობდით. განსხვავება ისაა, რომ მისი გუნდი არც ისე კარგი იყო, მე კი მანჩესტერის საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი.
– თქვა მან.
მომდევნო სეზონიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის გვერდით ითამაშებს სერხიო აგუეროც, რომელიც “სიტის” მასთან ერთად ტოვებს. გარსიამ არგენტინელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
კუნი ნამდვილი გოლების მანქანაა. ის ფენომენალურია. მისი ასაკი? ეს დაივიწყეთ. სერხიო გოლების გატანას 100 წლის ასაკამდე შეძლებს. ის მითია, ლეგენდა და შესანიშნავი თანაგუნდელი.




მსგავსება მხოლოდ ერთია, ორივე ძირითადის წევრები ვერ გახდით და ამიტომაც ბრუნდებით სახლში. არც ფერგიუსონი და არ გვარდიოლა კარგ ფეხბურთელს ასე უბრალოდ არ შეელევა. ეგენიც კუმანის ტვინისა კი არ არიან, რომ კარგი ფეხბურთელები მუქთად არიგონ.
ფერგიმაც მეორე ხარისხოვანი მცველი გამოუშვა ბარსაში, მაგრამ მშვენიერი მცველი დადგა პიკე. რატომ არ შეიძლება ამისგანაც კარგი მცველი დადგეს?!
მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ "ლა მასიადან" ვართ და მანჩესტერში ვცხოვრობდით. განსხვავება ისაა, რომ მისი გუნდი არც ისე კარგი იყო, მე კი მანჩესტერის საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი.
მსგავსება მხოლოდ ერთია, ორივე ძირითადის წევრები ვერ გახდით და ამიტომაც ბრუნდებით სახლში. არც ფერგიუსონი და არ გვარდიოლა კარგ ფეხბურთელს ასე უბრალოდ არ შეელევა. ეგენიც კუმანის ტვინისა კი არ არიან, რომ კარგი ფეხბურთელები მუქთად არიგონ.
🚨 ჯიჯიო დონარუმა ბარსელონას უახლოვდება 🔜🔴🔵
✅ საქმეში პსჟ და იუვენტუსიც არიან 👀
#POSTVტრანსფერები
ჩვენ გვიგზავნის და თვითონ არ იტოვს ამ ნაქებ კარგ ბიჭს?რავიცი რავიცი კი უყვარს ბარსელონა მაგრამ არ მგონია ისე უყვარდეს რო ტალანტი გამოგვიგზავნოს თავისი კლუბიდან🙃რა დადგევა ამისგან კაცმა არ იცის😀
ვახ ბიჯო პეპი ტყუილად ხომ არ აქებდა,ზნაჩიტ კარგი ბიჭია.