workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ემერსონის გამოსყიდვის თაობაზე ბეტისს მიმართა | Cat Radio

ბარსელონამ ემერსონის გამოსყიდვის თაობაზე ბეტისს მიმართა | Cat Radio

ბოლო პერიოდში “ბარსელონას” მფლობელობაში მყოფი და ამჟამად “რეალ ბეტისში” მოასპარეზე მცველის, ემერსონის კატალონიაში გადმოსვლაზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა.

ახლა კი, კატალონიის რადიოს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” სურთ, ბრაზილიელი ფეხბურთელის სრულ უფლებებს ფლობდნენ – კონტრაქტის მიხედვით, მათ ამისთვის 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

თუმცა, როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, “ბარსა” ამ თანხის შემცირებას აპირებს, რასაც გარიგებაში ხუან მირანდას ჩართვით შეძლებს – ეს უკანასკნელი ანდალუსიელთა რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს.

ამ განზრახვის შესახებ “ბლაუგრანამ” “ბენიტო ვილიამარინის” ბინადრებს უკვე შეატყობინა და კლუბთან ვერბალურ შეთანხმებასაც მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემერსონ როიალი პრე-სეზონს “ბარსელონასთან” ერთად გატარებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 28 მაი 2021, 17:57

    ძალიან საინტერესო იქნება მომავალი სეზონიდან ბარსას დაცვა, ფაქტიურად სულ ახალგაზრდები იქნებიან ალბათ. პიკე ალბა სათადარიგოებზე.

  • M10 S9 D11
    schedule 28 მაი 2021, 02:05

    დიდი ალბათობით ამასაც მოიყვანენ აგერ ინტერი კრიზისშია იგროკების დაყიდვაზეა და ეგება შკრინიარი დავითრიოთ

  • JasoN
    schedule 28 მაი 2021, 02:02

    ნუ დანი ალვეში ვეგარ დაიბადება მაგრამ კარგი ბიჭია მშრომელი შემტევი და დაცვასაც ეხმარება კარგად. ნუ მინდა ამის დაბრუნება და შანსი მინდა მიეცეს. ბეტისში კარგად Iთამაშა და იმედია აქაც არ დააკლებს

  • KING_BARCA
    schedule 27 მაი 2021, 23:34

    C.PC5,
    ვაბშე რატო აძლევენ ხელფასს მაგის ჩამომრეკი…გაასხმევინონ….

  • DE PE FA
    schedule 27 მაი 2021, 21:35

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Giorga
    Varga es ramet?


    კარგი თამაშებიც ქონდა და ცუდიც. ფიზიკურად დესტზე ძლიერია, დაცვითი უნარებით ჯობს კიდეც. თუ დარჩა კონკურენციას და მრავალფეროვნებას გაზრდის.


    რამდენ ცხენზეა ემერსონი😁წეწავს თუ ცერა???:))

  • C.PC5
    schedule 27 მაი 2021, 21:17

    რობერტო ხელფასზე აჩმახებს, დესტსაც ჭირდება ვინმე ისეთი ვინც ძირითადში ადგილს შეეცილება, თან მარცხნივაც თამაშობს და ამიტომ კაი იქნება თუ მისცემენ შანსს, თან სეზონს რომ გადავავლოთ თვალი არ ქონდა ცუდი შეფასებები და უმეტესობაც კარგად ითამაშა რაც ვნახე.

  • Don_Andresito
    schedule 27 მაი 2021, 20:54

    ციტატა: Giorga
    Varga es ramet?


    კარგი თამაშებიც ქონდა და ცუდიც. ფიზიკურად დესტზე ძლიერია, დაცვითი უნარებით ჯობს კიდეც. თუ დარჩა კონკურენციას და მრავალფეროვნებას გაზრდის.

  • Giorga
    schedule 27 მაი 2021, 20:25

    Varga es ramet?