დებიუტანტმა პედრიმ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა

დებიუტანტმა პედრიმ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა

კატალონიის “ბარსელონას” ნიჭიერმა ახალგაზრდამ, პედრი გონსალესმა აწ უკვე გასულ სეზონში მონაწილეობა 52 ოფიციალურ მატჩში მიიღო. შედეგად, მას ძირითად გუნდში 2020/21 წლების სეზონში ყველაზე მეტი მატჩი დაუგროვდა.

პედრის უახლოესი მდევარი ფრენკი დე იონგთან ერთად, ანტუან გრიზმანია (51), შემდეგ მოდიან: სერხიო ბუსკეტსი (50), ჟორდი ალბა (49), კლემან ლანგლე (48), ლიონელ მესი (47).

ლა ლიგის მასშტაბით, გონსალესზე მეტჯერ მოედანზე მხოლოდ ანტონიო პუერტასი (გრანადა, 53) და მანუ ტრიგეროსი ( ვილიარეალი, 53) იმყოფებოდნენ.

ცოტა ხნის წინ პედრი “ბლაუგრანას” ისტორიაში რიგით მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი  გახდა, რომელმაც 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა (18 წლის და 5 თვის). ამ მხრივ რეკორდსმენი ბოიან კრკიჩია (ის 18 წლისა და 3 დღის იყო).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2021, 18:47
    #6

    მაინც გადაგრუზა კუმანმა ეს ბავშვი.

  • rivaldo80
    schedule 25 მაი 2021, 18:24
    #5

    მუშაად ყავდა მოედენაზე კუმანს ბოლოს და აღარ შეძლო მეტი.მაგის ფუნქცია ეგ იყო დაეჭირა რითმი არ დაეკარგა ბურთი…არაფერ შუაშია პედრი რასაც დავალებენ იმას გაკეთებს.დეიონგი შეტევაშუ უშვებდა ამას ვირივით ამუშავებდა

  • La Pulga10
    schedule 25 მაი 2021, 18:22
    #4

    უკან და გვერძე პასები გამოწვეული იყო როგორც პედრის გადაღლით,ისე გუნდის უსახური,უფანტაზიო ფეხბურთით,რომელიც სხვა რამის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა.კიდევ ერთი მიზეზი,რატომ უნდა წავიდეს კუმანი.

  • M10 S9 D11
    schedule 25 მაი 2021, 18:06
    #3

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: M10 S9 D11
    კიდევაც გადაიწვა და მიკვირს რო არ გაიტრავმა


    რითი უნდა დატრამვულიყო ბოლოს უკან პასის და ძუნძულის გარდა არაფერი გაუკეთებია. მაგის ბრალი არაა მაგრამ მაინც


    კუნთების გადაღლით მარტო ფეხში ჩარტყმით არ ღებულობენ ფეხბურთელები ტრავმებს

  • C.PC5
    schedule 25 მაი 2021, 17:52
    #2

    აი როგორ არ მინდა რო ეს ჭკუისკოლოფა ბიჭი კოკე და არტური გახდეს🙏🙏😭 ბოლოს ამის თამაში გვერდზე და უკან პასებით შემოიფარგლებოდა მარტო🥺 და იმედია დასვენებული გონებით და სხეულით რომ დაბრუნდება ის ძველი გასაოცარი მოძრაობები და პასებიც ავტომატურად წამოვა❤️

  • M10 S9 D11
    schedule 25 მაი 2021, 17:26
    #1

    კიდევაც გადაიწვა და მიკვირს რო არ გაიტრავმა