workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას ამბიციური წინასასეზონო მზადება

გვარდიოლას ამბიციური წინასასეზონო მზადება

ორშაბათს გუნდი ვარჯიშებს უბრუნდება და გვარდიოლას 5 ამხანაგური მატჩის გამართვა მოუწევს. ისტორია გვაჩვენებს, რომ მწვრთნელი ყველა მათგანში გასამარჯვებლად ითამაშებს.

დღევანდელ დღემდე გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ ”ბარსელონამ” 16 ამხანაგური მატჩი გამართა. ამ მატჩებიდან 12 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, 3 ფრედ და ერთხელ ”ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა მარცხი იწვნიეს.

2008/09: 6 თამაში და 6 გამარჯვება

გვარდიოლამ წინასასეზონო მზადება შოტლანდიაში დაიწყო და დიდი ანგარიშით დაამარცხა ”ჰიბერნიანი” (6:0). ამის შემდეგ გუნდი იტალიაში გაემგზავრა, სადაც წყნარ რითმში დაამარცხა ”ფიორენტინა” (3:1). მთავარი გამოცდა წინ იყო, გამპერის თასზე ”ბარსას” მეტოქე ”ბოკა ხუნიორსი” იყო. მატჩის მიმდინარეობისას ”ბარსელონა” 0:1 მარცხდებოდა, თუმცა პუიოლისა და ეტო’ოს გოლების წყალობით მატჩის ბოლოს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

2009/10: ბევრი კანტერანო და ერთადერთი მარცხი

გვარდიოლას მეორე წინასასეზონო მზადება კანტერანოებით იყო დახუნძლული. თავდაპირველად გუნდმა ფრედ ითამაშა ”ტოტენჰემთან” (1:1), ამერიკულ ტურნეში დაამარცხა ”ლოს ანჯელეს გელექსი” (1:2) და ”სიეტლ საუნდერსი” (0:4), თუმცა განიცადა ერთი მარცხი: გამპერის თასის მატჩში ”მანჩესტერ სიტი” ძლიერი აღმოჩნდა (0:1).

2010/11: ნაკლები მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ

წინა მზადებაზე მხოლოდ 4 მატჩი გამართა გუნდმა, ისიც იმ ფეხბურთელების გარეშე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ. აზიურ ტურნეში გვარდიოლას გუნდმა თამაშები სათანადო დონეზე გამართა, თუმცა მცირედით მოუკლო გამპერის თასზე და ფრედ ითამაშა ”მილანთან” (1:1).

აქ კი 2011/12 წლის ამხანაგური მატჩების განრიგის ნახვა შეგიძლიათ…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward