“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, არგენტინულ Olé-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა.
ტექნოლოგია? როგორც ყველა, ჩემს სმარტფონთან ძალიან დიდ დროს ვატარებ. ისე ხდება, რომ ერთი რამიდან მეორეზე გადადიხარ და ბოლოს აღმოაჩენ, რომ რეალურად არაფერი გაგიკეთებია. დღეს ეს ძალიან ხშირია.
ფეხბურთს ვუყურებ, თანაც ხშირად. თვალს სხვადასხვა ლიგას ვადევნებ, მაინტერესებს სად როგორი მდგომარეობაა. ეს ძალიან მომწონს.
ბურთით თამაში მაშინ დავიწყე, როცა სიარული ვისწავლე. “გრანდოლიში” [მესის პირველი არაოფიციალური გუნდი როსარიოში] მოედანზე გატარებული დრო მახსოვს.
ოჯახთან ერთად იქ დიდ დროს ვატარებდი, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მივდიოდით. ერთ დღეს, “გრანდოლის” ფეხბურთელის დამატება სჭირდებოდა. ბებიაჩემი მწვრთნელთან მივიდა, რომელსაც კარგად იცნობდა და უთხრა, მინდორზე მე გავეყვანე. მწვრთნელმა უპასუხა: “გაგიჟდი? შეხედე, რა პატარაა, გუნდში როგორ დავიმატო?”
ბოლოს ის მაინც დაარწმუნეს და როგორც აღმოჩნდა, მოედანზე თავი გამოვიჩინე. ვარჯიშის შემდეგ ბებიაჩემმა გადაწყვიტა, ჩემთვის ფეხბურთის ბუცები ეყიდა და ვარჯიშზე ვეტარებინე.
ეს დრო ძალიან კარგად მახსენდება.

პირველი გოლი? მაშინ უბნის ტურნირები ტარდებოდა, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი და გოლები გამქონდა. ყველა მომენტი არ მახსოვს, მაგრამ ვიდეოები შემორჩენილია და როცა ვუყურებ, მახსენდება.
არგენტინიდან წამოსვლის შემდეგ ბევრი მეგობარი დავკარგე. კომუნიკაცია პრობლემატური იყო. დღეს ნებისმიერი 13 წლის ბავშვი მობილურ ტელეფონს იყენებს, მაგრამ მაშინ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ტელეფონით საუბარი ან ფოსტის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ ამ გზით ურთიერთობების შენარჩუნება ადვილი არაა.
რამდენიმე მეგობართან ყოველდღიური კონტაქტი არასდროს დამიკარგავს. ზოგი მათგანი ჩემი უბნიდანაა, ზოგს კი ფეხბურთის გამო დავუახლოვდი. ზოგიერთს წლების შემდეგაც დავუკავშირდი: დიდი ხნის შემდეგ მათთან შეხვედრა სასიამოვნო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა ადრე დავტოვე, ქვეყანას არასდროს დავშორებივარ. ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები მუდმივად იქ იყვნენ, რაც იქ ხდებოდა, მეც მეხებოდა.
როსარიოში ჩასვლა და ჩემიანებთან ერთად დროის გატარება ძალიან მიყვარს. ალბათ ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ სამშობლოდან ადრე წამოვედი და ყველაფრით სიამოვნება ისე ვერ მივიღე, როგორც უნდა ყოფილიყო. ამას ახლა ვინაზღაურებ.

ბარსელონაში ნიღბით თამაში? ძვალი მქონდა გაბზარული, 14 ან 15 წლის ვიყავი. იგივე დაემართა პუიოლსაც. ვცადე, ნიღბით მეთამაშა, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბოლოს ნიღაბი მოვიხსენი და თამაში ისე გავაგრძელე.
მკურნალობის პროცესი მხოლოდ ფეხბურთის გამო არ გამივლია. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დამხმარებოდა. ტიაგომ კარგად იცის, ზუსტად რას ვაკეთებდი მაშინ.
ვაკვირდები თუ არა მეტოქეს? მათი თამაშის გაანალიზება მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ძირითადად მწვრთნელები აკეთებენ. თამაშებს ვუყურებ და დასკვნები გამომაქვს.
კოპა ამერიკას მთელი ნაკრები მოუთმენლად ელის. უკვე დიდი ხანია, ერთად არ გვითამაშია. ამ ტურნირის მოგება განსაკუთრებული მიღწევა იქნება.
ყოველთვის ვცდილობ, გავიმარჯვო, ყველა მიზანს მივაღწიო და ტურნირი ტიტულის მოპოვებით დავასრულო. წელს კოპა დელ რეის მოგება მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მდგომარეობაში იყო კლუბი. “ბარსელონას” რამდენიმეწლიანი ცუდი პერიოდი ჰქონდა და ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ.
რატომ გადაიღო ყველა თანაგუნდელმა ჩემთან ფოტო? ეს ლამაზი მომენტი იყო. ბევრი ფეხბურთელი ქვედა საფეხურებიდან მოდის. მათ მდგომარეობაში მეც ვიყავი, ეს თავადაც გამოცდილი მაქვს.

რა აკლია ჩემს მუზეუმს? ვნანობ, რომ როცა კარიერას ვიწყებდი, მაისური ბევრი მოთამაშისთვის არ გამიცვლია – რონალდო, რობერტო კარლოსი… კარგი იქნებოდა, რომ ეს მაისურები მქონოდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი მაქვს.
ფეხბურთელებს მაისურს ყოველთვის ვუცვლი, თუ გაბრაზებული არ ვარ. ასეთ დროს მინდორს პირდაპირ ვტოვებ. ეს პროცესი კარგ განწყობაზე მაყენებს.
ფეხბურთელებს მაისურს ყოველთვის ვუცვლი, თუ გაბრაზებული არ ვარ. ასეთ დროს მინდორს პირდაპირ ვტოვებ. ეს პროცესი კარგ განწყობაზე მაყენებს.
ტიაგოს არ მოსწონს, როცა ცნობენ. ის მორცხვია, ამიტომ ეს ძალიან უჭირს. სამაგიეროდ, მატეო ამას საერთოდ არ განიცდის.
ჩემი შვილების მეგობრების მშობლებთან ახლო ურთიერთობა მაქვს. კარგი ადამიანები არიან, ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.
ჩემი შვილების მეგობრების მშობლებთან ახლო ურთიერთობა მაქვს. კარგი ადამიანები არიან, ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.
რთულია თუ არა, იყო მესი? ხანდახან გინდა, უბრალო საქმეებით დაკავდე და ვერავინ შეგამჩნიოს – მაგალითად მაღაზიაში შეხვიდე, ან ისეთ ადგილზე გაიარო, სადაც ბევრი ხალხია შეკრებილი, რაც ადვილი არაა.
კარგია, როცა გცნობენ, სასიამოვნოდ გესაუბრებიან ან ფოტოს გთხოვენ. ხალხთან ყოფნა მომწონს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგრამ არის მომენტები როცა ეს არ გინდა. ყველა გაკვირდება და წნეხის ქვეშ ექცევი. შეიძლება, კარგი დღე არ გქონდეს, ან უბრალოდ ხასიათზე არ იყო. ასეთ დროს არავისთან შეხვედრა არ გსურს, თუმცა ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და პრობლემა არ მაქვს.

სწავლა არ მიყვარდა. მეცადინეობა ჩემთვის რთული იყო, მაგრამ კარგად ვიქცეოდი.
გამიმართლა, რომ შემიძლია, ოჯახის წევრებთან ერთად დიდი დრო გავატარო. ბევრი მშობელი მთელი დღე მუშაობს და სახლში მხოლოდ ღამით ბრუნდება, ასე იყო მამაჩემის შემთხვევაში. მას დღის განმავლობაში ხშირად ვერ ვხედავდი, მე კი მაქვს იმის ფუფუნება, რომ ოჯახს დიდი დრო დავუთმო.
ჩემი ოჯახის შემდეგყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს.
ჩემი ოჯახის შემდეგყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს.

მიდის თუ არა უკვე თქვა, რომ ამას სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, ამიტომაც არ კითხეს ალბათ.
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
დარჩი ლეო, დარჩი!

ჩემპიონთა ლიგის თასები გაქვს დასამრგვალებელი, მეხუთე აუცილებლად უნდა აწიო, თანაც როგორც კაპიტანმა!!!
რაც კითხეს იმაზე უპასუხა
მაიცა კაცო, ბარსაზე, რატომ არ თქვა რამე?რა ტყუილად წავიკითხე ამხელა ინტერვიუ.
ფრანსესკ არნაუ გარდაიცვალა.. დაწერეთ..