”mundodeportivo.com”-ის ინფორმაციით უკვე დღეს დადასტურდება ალექსის სანჩესის ”ბარსელონაში” ტრანსფერი. კლუბი ჩილელში 26+11 მილიონ ევროს გადაიხდის.
თუკი რაიმე ექსტრაორდინალური მოვლენა არ მოხდება უკვე დღესვე ალექსის სანჩესი 2011/12 წლის სეზონის პირველი შენაძენი გახდება. 2 დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ ჩილელი ”ბარსაში” 37 მილიონ ევროდ გადმოვა: 26 მილიონი ევრო ”უდინეზეს” ახლავა ჩაერიცხება, ხოლო 11 მილიონი მოგვიანებით. ამასთანავა არცერთი სხვა ფეხბურთელი გარიგებაში ჩართული არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ”უდინეზე” ძალიან იყო დაინტერესებული სორიანოთი და ჟეფრენით.
წინასწარი შეთანხმება კლუბებს შორის გუშინწინ მოხდა, მაშინ როცა ხოსეპ მარია ბართომეუმ შეათანხმა ბოიან კრიკიჩის საკითხი ”რომასთან”. ტრანსფერის განხორციელების შესახებ ცნობა ”გრანადას” პრეზიდენტმა და ამასთანავე ”უდინეზეს” პრეზიდენტის ოჯახის მოგებარმა, ენრიკე პოცომ გააკეთა: ”ალექისისი მომავალ სეზონში ესპანურ ლიგაში ითამაშებს”!



